<p>ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.</p><p>50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:</p><p>"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.</p><p>თითქმის საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.</p><p>რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.</p><p><br></p>
!!
კობიაშვილო და სანიკიძე თავი აღარ გამოგეყოფათ!!!!საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა არავის შერჩენია!!!!!
!!!
რა ეშველება რაგბისტ კაჭარავას ეხლა თავის შეყვარებულთან ერთად რომ ვერ "იგრიალებს"ნიცაში,ნეაპოლში,პარიზში,რომში,მილანში??!!
სოსოს.
მოღალატე გახარიას ამხანაგისგან, სხვას რას უნდა ველოდოთ?
ანტი ქართველ გიორგის.
მადლობა შოთის ღალატისთვის! გახარიამ რაო მადლობაო და თვალი ჩაგიპაჭუნა?
ბოგანო ფუის
ბოგანო ფუის! ჩვენი მხურვალე, ნაცური სალამი!
ლაშა
ამერიკული ითარგმნა და რუსული როგორაა? თვალსა და ხელს შუა გაყიდული ნაცები გაბრმავებენ და რომ ვერაფერს ხდებიან ისტერიულად მწვავე ფორმებში უვითარდებათ შიზოფრენია!
)))-ს
ვინც თქვენ,ქოცებს არ გეთანხმებათ,ყველას ნაცებად რომ ნათლავთ,აი ეგ არის ზუსტად არამოქალაქეობრივი პოზიცია და თავისუფალი აზრის დევნა!
დემეტრაძე
დასაჭერი იყო!
გიორგი
მადლობა შოთი შენი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის!!!!
სოსო
გაიხარე შოთი მაგარი კაცი ხარ!!!!!
სოსო
გაიხარე შოთი მაგარი კაცი ხარ!!!!!
Sake
ფულს, სრსად, არასდროს,არავინ იძლევა ისე,საჩუქრად,ნათქვამია ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავსო.
torpedo-s
პირველ რიგში შოთი ოჯახიშვილია და ყველაფერი რაც საქართველოს წინააღმდეგ კეთდება ყველაფერი თითეულ ქართულ ოჯახს ეხება.მაგრამ უწიგნური ქოცების ბოტებისთვის როგორც უწიგნური ყაველაშვილისთვის მთავარია 30 ვერცხლი და გაყიდიან ყველას.
)))
ნაცი და ღირსეული? პატიმრების გაუპატიურება ღირსებაა თქვენთვის ეტყობა.
fu
ბოგანო ქართველები მზად არიან ბიძინას გადააყოლონ საქართველო.ამერიკელები და მთელი ცივილიზებული ევროპა ამბობს ეს რუსული კანონიაო და ქართველი ბოგანოები ამერიკელებს უმტკიცებენ რომ თქვენ აზრზე არა ხართ რომ ეს ამერიკულიაო.სწორედ ასეთ ქართველებზე წერდა აკაკი ფურთხის ღირსი ხარო/
ნუკრი ტაბატაძე
საერთოდ იცის ამან რა წერია ან წაკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, უბრალოდ თვალი მაინც თუ აქვს გადავლებული! არა რა თქმა უნდა! ისე მავნებლობს!
ზიზი
ეს ტიპი შეფარული ნაცი იყო და ეხლა უკვე აშკარა ნაცია!
შოთი
ძმურად შენ საქმეს მიხედე რა, შენც ნუ შემაზიზღებ თავს
JOI ZAZA
მაშინ ურტყამდნენ ძმაო
რუსუდანი
ამერიკაში დემოკრატიის პრობლემა ყოფილა.პ/ს ჩვენ რაღას გვასწავლიან ჭკუას ოცდაათიანებიდან აქვთ ეგ კანონი მიღებული, გააუქმონ და ესენიც არ მიიღებენ
რუსუდანი
სიტყვაზე ენდობა და რა წერია არც იცის, რაღა ნაცები იხოკავენ თავ-პირს, ეგენი ხომ კარგს არასოდეს უჭერენ მხარს და რაღა მიხვედრა უნდა რომ ეს კანონი სჭირდება ქვეყანას. პ/ს მაგათ რომ დაუჯერონ ახლა 80% იქნებოდა უკვე დაკარგული. ვისი გჯერავს არველაძეების ბიჭო? მტრების????
მართალია
მართალი ხარ შოთი! ნეტა საზოგადოების ყველა ცნობილმა წევრმა დააფიქსიროს თავისი აზრი, სჯობს ვიცნობდეთ ყველას, ვინაა მოღალატე ნაცების მხარეს, ვინ მოღალატე ოცნებისდა ვინ საქართველოს მხარეს. მათ, ვინც სხვებს კანონპროექტის წაკითხვას ურჩევს, ვიპასუხებ როგორ უკვე წამკითხველმა; წერია მოკლედ: Adios Georgia, Привет из Москвы! ვინც რუსულად კითხვა არ იცით, დარწმუნებული ვარ არც ეს კანონი გენდომებათ საბედნიეროდ. დანარჩენი ყველამ თავისა იცის…
შოთას
გასაგებია და სამწუხაროა შენი შეხედულებები და აზრები, მარა მაინც სადაც არაფერი გესაქმება და არაფერი გაგეგება ცხვირს ნუ ჩაყობ, წადი ბურთი გააგორე.
სექტა ხარ რა
რა გულში გენაცვალე, დემეტრაძის ამბავზე როგორ გაისუსა დაგავიწყდა სექტა?
ჯუბა მეგრელი
ერთი გამაგებინეთ ყოვლად მცოდნეებო, მაქვს თუ არა მე უფლება ვიცოდე არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია და მათი შემოსავლების წყარო? კონფიდიციალურია? სახელმწიფო საიდუმლოა?
..
დემეტრაძე რომ დაიჭირეს ხმა არ ამოუღია.ნეტავ რატომ. ფედერაციის ამბებზე ჟურნალისტური გამოძიება მაინც ჩატარდეს კარგი იქნება.გაირკვევა ტყუილი მართალი. ფულის მოტეხვას აბრალებენ იქ.
ვახო.ხო
მაგ კანონმა რომ იმუშავოს პირველ რიგში სასამართლო უნდა იყოს დალაგებული და თავისუფალი,ჩვენთან როგორცაა კი იცით.მეორეც საზოგადოება უნდა ცდილობდეს ასეთი მართვის ბერკეტი არ მისცეს ხელისუფლებას,რადგან მერე ბოროტად გამოიყენოს და ვერ გავაკონტროლოთ,რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს დიქტატურასთან,თუნდაც შენიღბულს დემოკრატიის სახელით.
გიორგი
ჩემს კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ
საჩინო
კომუნისტებმა დახბრიტეს ახმეტელი და იაშვილი მაგრამ არ დაუხვრეტიათ გამსახურდია,აბაშიძე, ტაბიძე .....
მერაბი
მთაში მცხოვრებმა გითხრა, რომ ეს რა კანონიაო, თუ ფერმერმა? ტყუილი - თქვენი მთავარი იარაღია! ფეხბურთელი იქნება, თუ ჭოკით მხტომელი.
100%
რომ გვითხრან ვინ და რატომ აფინანსებს, მერე სად მიდის ეს ფული, ,,გრეხია,,? მე დამაფინანსონ და კაკალ-კაკალ მოგიყვებით სად დავხარჯავ. )))))))))))
საჩინო
ნაცშპანაა არველაძე, ნაცშპანები აქებენ და იწონებენ .
ადამიანი
რედაქციას !!! თქვენ რომ აქ კომენტარებსაც კი ანსხვავებთ და ვისაც გინდათ ბლოკავთხოლმე,ეგ არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?! განსხვავებული აზრის ჩახშობა? ორმაგი სტანდარტი მოსულა?! :)))))))))))))) ღმერთო შენ გადმოგვხედე და დაიცავი საქართველო ჩვენ ხელში
მამუკა
აგენტებშიც არის კონკურენცია და თავისუფალი აზრი?
ადამიანი
შოთიიი....შავი შავია და თეთრი-თეთრი,მიუხედავად იმისა, ,,ქახალდზე" დაწერ თუ არა,აგენტი არის ბაგენტი,კრემლიდან მოსულ დირექტივებს აღასრულებს, უოდინგტონიდან,ბრიუსელიდან ისპაჰანიდან თუ ისტამბულუდან. საკუთარ დედაზე სექსუალური ფანტაზიები ვისი დაფინანსებით პიარდებოდა,ამას უწოდებ განსხვავებულ აზრს?! ,,მსოფლიოს უდიდესი ტვინები კაცობრიობის რაოდენობის ბშემცირებაზე მუშაობენ და ქართველებს კი გამრავლება გინდათ,ეს ვიწრო ნაციონალუზმისო"-ამას უწოდებ განსხვავებულ აზრს? და ვინ აფინანსებს ამ იდეოლოგიის პროპაგანდა-აგიტაციას?! ვიდრე რაღაცის ანალიზს გააკეთებ,იმ რაღაცას ხომ უნდა ფაეცნო,თუ ყავაში ამოგივა?! ან გადაშალე და წაიკითხე,ან ამერიკულ კანონს რას უწუნებ,უნებლიედ თავად გამოგდის რუსული პოზიცია. პ.ს. ისე,პაოლო იაშვილი რომ იმსხვერპლა ის სსრკ ევროპელი მარქს-ენგელსის იდეოლოგიაზე იყო აშენებული და თუ ევროპელის იდეოლოგია არ მოგწონს,ვინ გამოდიხარ?! :) შეეშვი შითა ბატონო იმას,რაშიც ვერ ერკვევი,ან ჯერ გაერკვიე და მერე წერე,უყვარხარ ხალხს და გაუფრთხილდი ამ დაფასებას,თირემ აბა სამნიძე-კორძაია-უსუფაშვილებმა სულ არ იციან სიყვარული,მაგათმა მხოლოდ ლანძღვა-გინება იციან პატრიარქის,წმინდანების,პატრიოტების და პატრიოტიზმის,რა გინდა მაგათთან?!
ჰოდა
შენ ჯერ კანონის შინაარსი გაიგე და მერე ილაპარაკე. აქ საუბარია იმაზე რომ გამჭვირვალე იყოს ყველას დაფინანსების წყაროები. ხალხმა უნდა იცოდეს თუ ვინ საიდან და რამდენ დაფინანსებას იღებს. რა არის ამაში ცუდი? ზუსტად იმათ ეწვით ვისაც ეშინია რომ მათი საეჭვო დაფინანსებები გამომზეურდება და ხალხი ყველაფერს გაიგებს. შენ ალბათ პერვი კანალს და გლავკანალს უსმენ და ამიტომ ბოდავ სისულელეებს. თუ არ გაგეგება ამ საქმეში არაფერი ჯობია ის აკეთო რაც გამოგდის კარგად. ნაცების დროს ხომ იყავი ჩუმად,ახლა კი ხმა ამოიღო ამან. აბა ნაცტროლებო დისლაიქები არ დაგავიწყდეთ
Alex.F
ღირსეული პიროვნება და სანიმუშო მოქალაქე! გაიხარე შოთი!
უკვე
მერამდენედ გეუბნები იმას,რომ შეფარული რუსოფილი ხარ!
ზაალი
!!-ს მე პოლიტიკოსებზე დავწერე რამე? კარგად უნდა წაიკითხო რას ვწერ..
ფეხბურთი
ბრავო შოთი, სწორ დროს სწორ ადგილას დგეხარ. სამშობლო უპირველეს ყოვლისა და მერე სპორტი და ყველა დანარჩენი.
ჯუბა
ჯერ გაერკვიეთ რა წერია კანონში…მარტო ფოჩიანი კანფეტრბით არ უნდა განსაჯო
ზეზვა
აი ეგ უკვე აღარ უნდა გეთქვა შოთი,ხო იძახდით პოლიტიკაში რო ჩავერიო ნახ.საქართველო შემიძულებსო და აჰაა,მიიღე.თან ამერიკული კანონია და რატომ უნდა ეშინოდეს ვისაც გამჭვირვალე დაფინანსება აქვს,არ მესმის და შენ კიდევ საქვეყნოდ შერცხვენილთა მხარეს იჭერ. ეგ მხარე კიდევ არაა არც ევროპული და არც პროგრესული, ეგაა ცოცხიანი-სადისტების მხარე.
თამაზი
კახურად რომ შევაფასოთ ეგ კანონპროექტი, ასე ჟღერს: "გავკარი" ისეთ კანონს, რომელსაც მორგოშია, მოროშკინა, ხაინდრავა და კვიციანი უჭერენ მხარს! პ.ს. "გავკარი"-ის ნაცვლად კი იცით რაც უნდა ჩასვათ რომ კაი გემრიელი კახური გამოვიდეს :)
ZIKO
ვინც საქართველოს საწინააღმდეგოდ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და აქ ცდილობს აურიოს ყველა უნდა გაიშიფროს.ამერიკელი იქნება რუსი თუ შირლანკელი არ ააქ მნიშვნელობა თუ გინდ ქართველი იყოს ვის ინტერესებს ემსახურება და რისთვის საიდან ფინანსდებიან, ეს ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რა არის ამაში ცუდი.იმიტომ ეწვით ვიღააცეებს რო გიშიფრებიან ამ კანონის მიღების შემთხვევაში და მილიონებს ვეღარ აიღებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებაში.
!!
მაგ:ყაველაშვილი,კალაძე,ხაინდრავა კაკაბაძე სუბარისგან??!!
ჩელენჯერი
ნაცების დროს ხმას რომ არ იღებდი და ახლა რომ გამოხტები პატრიოტული განცხადებებით ცოტა არ იყოს კი ტეხავს...
ზაალი
კომუნისტების დროს კომუნისტი, მიშას დროს მიშისტი, ახლა იცის არავინ არაფერს მოკითხავს და გამოყო თავი.. კობიაშვილზე რომ წერთ რაღაცეებს, კობიაშვილამდე ფედერაციის შენობა ბანკში იდო, დაგავიწყდათ ალბათ.. სხვა ამის და მის ოჯახის ,,კარგ'' საქმეებს აღარ ჩამოვთვლი, მოედანზე მისული ხალხისგან შემოსული თანხის გადახდას ძმაკაცების გირაოში და ასე შემდეგ მაგის ძმისგან.. რუსული კანონია თუ ფრანგული ეგ სხვა სასაუბრო თემაა, მარა მიხედოს თავის საქმეს. გამომივიდა სამოქალაქო აქტივისტი.. ან წავიდეს პოლიტიკაში.. მორალის სწავლებას მორალური ადმიანებისგან მივიღებდი...
Daas
დინამომ არველაძემ და კიდევ ვინც გააკრიტიკა ეს კანონი სამოქალაქო პოზიცია კიარ დააფიქსირა არამედ ნაც-ზონდერ-დაჯგუფების სათქმელი თქვა,,ამ კანონით ყველა არაქართველს აეკრძალება ჩვენი ქვეყნის შიდა სამზარეულოში ცხვირის ჩაყოფა და მით უმეტეს აქაური ვითომ ოპოზიციის დაფინანსება და მაგის გამო აეწვათ ერთი ადგილი ვიღაც-ვიღაცეებს??ვეღარ დააფინანსებს საქართველოს ხარჯზე მილიარდერად ქცეული კეზერაშვილი ნაცებს,,ვეღარ დააფინანსებენ არასამთავრობოებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმის სათქმელად რო თურმე დამნაშავე სააკაშვილს ვკლავთ,,ვეღარ დაგვაშანტაჟებენ ვერც ამერიკელები ვერც უკრაინელები და ვერც ვერავინ,,ყველა ვისაც არ ეზარება ჭკუას გვასწავლის და იმის გამო გვებუტება რადგან მეორე ფრონტი არ გაუხსენით ამ ნაძირალა რუსის ურდოს,,კიდევ აუცილებლად მისაღებია ისეთი კანონი რომელიც ჟურნალისტებს და ტელევიზიებს შეგნებულ ტყუილზე დამყარებული სიუჟეტების გაშვებას აუკრძალავს,,დავიღალეთ ნოდარა მელაძის ((სხვებისაც ფორმულაზე,,ტვ.პირველზე,,მთავარზე))შეგნებული ტყუილების მოსმენით
სოსო
ილია,კობა ნაყოფიასაც ჰკითხე,თავის 22 წლის ბიჭს,კონსულტანტის თანამდებობა რომ მისცა,არემჯი გოლდში და ხელფასად წელიწადში მილიონი დაუნიშნა,რაში აძლევდა იმ ფულს და სახელმწიფოს,რამდენს აძლევდა შემოსავალს.ან კეზერაშვილი,სიგარეტზე რომ აგზავნიდნენ ხოლმე,რომელი ხელფასით გახდა მილიარდერი,მათი მმართველობის დასასრულს.ან რომელი დეკლარავიით დაამტკიცა იმ ფულის კანონიერება?ან სააკაშვილის დედამ,ახლა მილიონს რომ მხოლოდ ადვოკატს უხდის,რა ფულით იყიდა,საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი.ის ხომ უბრალო მეცნიერ მუშაკი იყო და აკადემიკოსებიც კი,საკუთარი ხელფასით,ოჯახისათვის,გამოსაკვებ ფულს ძლივს შოულობდნენ,მის ვაჟს,მიშას კი,პრეზიდენტად გახდომის დროს,121 000 ლარი ჰქონდა მხოლოდ ,დეკლარაციით,ხელისუფლებაში მოსვლამდე კი,ქირის ფული რომ არ ჰქონდა,ზურაბ ჟვანია,ახლად შერთულ სანდრასთან ერთად,მის მიერ დაქირავებულ სახლში აცხოვრებდა და ჰოლანდიაში რომ წავიდნენ,სანდრას,მიშას პალტო ეცვა,რადგან სხვა არ ჰქონდათ.სხვათა შორის,მიშაც და მთელი მისი მთავრობაც,წელიწადზე მეტი ხელფასს,ბიძინა ივანიშვილისაგან იღებდა,რადგან ბიუჯეტს ფული არ ჰქონდა.ბიძინა და ბადრი პატარკაციშვილი,კიდევ ბევრ რამეს აფინანსებდნენ,სახელმწიფოს დასახმარებლად და მაშინ,რატომღაც არავის მიაჩნდა ისინი,ოლიგარქებად.ოლიგარქებად მერე გადაიქცნენ,როცა ნაცები ხელისუფლებაში მომაგრდნენ და მათხოვრებიდან,რეკეტიორ ყაჩაღებად გადაიქცნენ.პატარკაციშვილი მოწამლეს და მისი 12 მილიარდიდან მეტი ნაწილი,უკვალოდ გააქრეს,ზურაბ ჟვანიაც მოკლეს და პოლიტიკური მოწინააღმდეგე მოიშორეს,გურამ შარაძე მოკლეს და სხვების დასაშინებლად,ქუჩაში დააგდეს,დღეს კი,ამ ხალხს ისევ ხელისუფლებაში მოყვანას უპირებენ მავანნი და ბევრი თქვენგანიც,აჰყოლიხართ მათ წიოკს.მათ კი იციან,რისთვის იბრძვიან,მაგრამ თქვენ გესმით,რაში უჭერთ მხარს?ამაზე მაინც დაფიქრდით!
სოსო
თან ელჩი ამბობს ჩვენ გვჭირდება თქვენ რათგინდათო, მაგ კანონმა გაშიფრა მიშა რამდენი ქომდა გადახდილი ექსპერტებში რა ქონება აქვს ამერიკაში
სოსო
მიშას-ს.გოგა ხაინდრავაზე შეიძლება კარგიც თქვან და ცუდიც,ისევე როგორც სხვა ნებისმიერზე,მაგრამ რუსეთის აგენტი და რუსეთუმეაო,ეგ უკვე მკრეხელობაზე მეტია და ამტკიცებს რომ მხოლოდ ნაცების ჭორიკანობას უსმენ და სიმართლე საერთოდ არ გაინტერესებს.გოგა ხაინდრავა ის კაცია,ვინც 1989 წლის 9 აპრილის ღამეს,ერთადერთი იყო,ვინც საკუთარი სიცოცხლის უდიდესი რისკით,ვიდეოზე გადაიღო,9 აპრილის ხოცვა ჟლეტა და სხვა პატრიოტებთან ერთად,შესძლო და მიაწვდინა ეს ვიდეო,დასავლეთს.ეს ვიდეო გახდა,საქართველოში საბჭოთა კავშირის და შესაბამისად რუსეთის ბატონობის დასასრულის დასაწყისი.სწორედ ამას ვერ ჰპატიობენ,ისინი,ვინც საქართველოს ტერიტორიების 20% გადასცეს რუსეთს და იქ,სამხედრო ბაზებიც ააშენებინეს.დიახ,სწორედ გოგა ხაინდრავამ გადაიღო ის ვიდეომასალა და რუს(დიახ,სწორედ რუს)ჟურნალისტ იური როსტთან ერთად,რომელმაც იმ ღამეს ფოტოები გადაიღო და ისიც ევროპაში გამოაქვეყნა,სწორედ მათ შესძლეს და გაარღვიეს.საბჭოთა კავშირის მიერ აღმართული კედელი და მსოფლიოს გააგებინეს რუსის ჯარის მხეცობები შესახებ.დიახ,უკვე 1989 წელს,ამ ადამიანების თავგანწირვამ ჩამოგლიჯა გორბაჩოვის მთავრობას ნიღაბი და მთელ მსოფლიოსაც დაანახა,მათი ნამდვილი სახე.ვიცი,არც ჩემთვის დაიშურებთ დისლაიქებს,მაგრამ დისლაიქებთან ერთად გადაამოწმეთ ინფორმაცია და ბრმად ნუ ენდობით,ნაც პროპაგანდას.მათ ხომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს გადასცეს და კაპიტულაცია გამარჯვებად გვაზეიმეს,რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთო.საკუთარი ქვეყნის მოღალატეს,ყველა ამ ქვეყნის ხელში ჩაგდების მსურველი უფრთხილდება,რადგან მოღალატე,ყველას,ყველაფერს გაჰყიდის და ისინი ამით მოგებულნი დარჩებიან.ყველა მოგებული იქნება,გაყიდული ქვეყნის მოსახლეობის გარდა და ეს მოსახლეობა,სწორედ ჩვენ ვართ,ისევ ამ გამყიდველთა და მათ მყიდველთა ხმას რომ ვუსმენთ და ვიჯერებთ.უვარგისია ეს მთავრობა?უვარგისია?უვარგისია!მოსაშორებელია?მოსაშორებელია!მაგრამ კიდევ ერთ გადატრიალებას ,ქვეყანა ვერ გადაიტანს და აშკარაა,რომ გარკვეულ წრეებს,აქაც და ქვეყნის გარეთაც,სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურთ.ვის მოიყვანენ?ნაცებს და მათ,ვითომ განაყრებს,უბრალოდ როლები რომ აქვთ განაწილებული და სინამდვილეში,ისევ ერთად არიან.დასაშვებია მათი დაბრუნება?-არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება,რადგან უკვე ვიცით,რანიც არიან და ესენი თუ მკვლელები მაინც არ არიან,ისინი,არც ადრე იხევდნენ უკან და არც მომავალში დაზოგავენ ტყვიებს,თავისუფლად მოაზროვნეების წინააღმდეგ,არც ხალხის წამებას და ყველაფრის წართმევას დაიშლიან,რადგან მათი ოცნება სწორედაც შეუზღუდავი ძალაუფლების ხელში კვლავ ჩაგდება და ქართული მენტალიტეტის კიდევ უფრო გადაგვარებაა.თავიდანაც,მათი მთავარი გზავნილი ხომ სწორედ ეს იყო.სხვა რას გვეუბნება,იმას კი ნუ მოუსმენთ,რადგან ის,იმას გვეუბნება,რაც მათ აწყობთ,არამედ იმაზე იფიქრეთ,ჩვენ,ჩვენს ქვეყანას რა უნდა და იმას დაუჭირეთ მხარი,ვინც ჩვენთვის სასიკეთოს ცდილობს.
თამაზის
თამაზ აზროვნბაში გიჭირს მაგრად, 27 ქვეყანა რას გეუბნება იმას კი არ უნდა უსმენდე, შენ საკუთარ ქვეყანას რომელი გზა მიიყვანს ტაძრამდე იმ გზას უნდა გაჰყვე, ეხლა შენ რომ 27 კაცმა გითხრას კლდეზე გადახტიო გამოდის უნდა გადახტე? საკუთარი აზრი არ გაგაჩნია გეტყობა
არველაძეს
ამერიკული კანონია ბიჭო ქართულად ნათარგმნი!! ნაცების არხებს ბევრს ნუ უყურებ თორე სუ გამოგაშტერებენ!
მამუკა
ტიპი იმენნა ტყემალზე ზის და ბალსა ჭამს,50 წლის კაცი ხარ და ვერ გაგიგია კანონის შინაარსი და ისე წერ აბდაუბდა რაღაცეებს.საბჭოთა კავშირის დროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე იყო მოღალატე და სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა, დღეს ვინმე დამისახელებს რომ განსხვავებული აზრის გამო დასჯილიყოს(განსხვავებული აზრი არ აურიოთ ხელუსუფლების ამხობის მოწოდებაში)ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს რომ გარეშე ძალები არ იყვნენ ჩარეული ქვეყნის შიდა საკითხებში და ამიხსენით ეხლა ვინმემ რა არის ამაში მიუღებელი? თითოეულის აზრი მაინტერესებს ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება, თქვენ ოჯახში რომ გარე ძალა ერეოდეს და ოჯახის სიმშვიდეს და კეთილდღეობას ემუქრებოდეს თქვენ ამას ჩვეულებრივ მიიღებთ და არაფერს არ მოიმოქმედებთ?ქვეყანაც არის ერთი დიდი ოჯახი, რომლის შიდა საკითხებში არანაირი რუსი, ამერიკელი თუ ევროპელი არ უნდა ერეოდეს
სანდრო
bicho marto nacsektis komentarebs rom akveynebt eg romeli sityvis tavisuplenbashi gagyavt?:))
giorgi
ვინახარ ბიო შეენ? შოთი გაჩუმდეს შენ ილაპარაკოო მიხეილ ჯავახიშვილზე გსმენია რამეეე ისიც აგენტი იყოო?
ტიტე
დაიმახსოვრეთ! ევროპა ევროპელებისთვისაა კარგი. შევალთ ევროპაში და 50 წელიწადში, ჩვენი ხსენებაც არ იქნება. ერს იცავს თვითმყოფადობა, ეროვნულობა, რასაც ევროპა აგვართმევს.
ქომაგი
ეგ კანონ პროექტი უკვე კარგა ხანია მოქმედებს ამერიკაში და ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში და არველაძემ ეგ კარგად უნდა იცოდეს რახან პოლიტიკას ეხება ევროპაში ნაცხოვრებია და იმიტომ.რუსეთთან მაგ კანონს საერთო არაფერი აქ ეგ კანონი დასავლეთში მოუგონეს და ვითომ პროდასავლელებო, სინამდვილეში თქვენ კეთილდღეობას რო უფრთხილდებით კარგად გაიგეთ მაგ კანონის მნიშვნელობა.
dinamo tb.
კობიაშვილო კიდევ პირველ რიგში - იძირება გემი!!!
G.LA
მიაყენე რაა თავს მიხედე.
ზურა
თქვენ ბიჭო ხო კარგად ხართ ადმინისტრაციას მივმართავ…თქვენი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაღა მაკლია კიდე ეს ღრუსი მთავრობა არ კმარა? ცოტა აზრზე მოდით!!!
beqa
გულში გენაცვალე შოთიი !!!
დააT
ბრავო შოთა არველაძეს და თბილისის დინამოს. ნამდვილი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს. ქართული სპორტის სამყაროდან სიჩუმე არის უთავმოყვარეობა კალაძე და ყაველაშვილი არიან უთავმოყვარეოები და მოღალატეები, თუ ასეთი ცუდი არის ევროპა რას იტანჯებოდნენ ერთი იტალიაში და მეორე შვეიცარიაში?
Daviti
ბიძიკო ბურთი ითამაშე და შეეშვი ამ ბრძნულ მჭერმეტყველებას.ხო გადაისხეს თავზე.ჩაყრი წყალში მაგ შენ ნამოგვაწარს.მითქვია მე შენთვის .....
წკიპოშვილი
შოთასავით რომ ეაზროვნათ ჩვენს საფეხბურთო თუ პოლიტიკურ „მოღვაწეებს“ - საქრთველო მაკედონიასთან უმაყურებლოდ არ წააგებდა. -კალაძევ, ყაველაშვილო, იაშვილო, ცქიტიშვილო და მუჯირო თქვენი ბრალია ცარიელი ტრიბუნები და ევროპის მიღმა დარჩენა - ერთხელ გააპროტესტეთ?! ახლა, ზოგიერთმა თქვენგანმა მიჰბაძეთ შოთას და ამოდით რუსული წყალქვეშა გემიდან!
G.LA
ჯიგარი ხარ შოთი. ამიტომ მიყვარხარ და სულ გაფასებ, როგრც კარგი პიროვნება პირველ რიგში და მერე რაც ამაგი გაქვს ჩენ ფეხბურთზე. ამათ ყურები დაუყრუვდათ და არავისი ესმით. ამ კანონზე უკვე შემექმნა წაროდგენა. მოუსმინე ბევრ ჭკვიან ხალხს ვინც კარგად ერკვევიან. გარკვევაც არ მინდოდა მაგრამ მაინც. გარკვევა კი იმტომ არ მინდოდა რომ აშშ, ევროპა და გაეროც კი რომელიც არასოდეს ჩარეულა ჩვენთან პოლიტიკაში ყველამ ერთ ხმაში გვითხრეს რომ ჩვენთან ურთიერთობა გაუძნელდებოდათ. ეს საქოცეთი კი არქიფოს დავალებით თან ევროპას გვაშორებს თან ახლავე უნდათ მომდევნო 2024 წ აეჩევნები ახლავე დაიმტკიცონ როგორც გამარჯვებულებმა. ყველას გაჩუმება უნდათ ამ უგუნურებს. ქოცებო თქვენ უკვე მასკა ჩამოიხსენით აღარაავინ თამაშობს თქვენთ და გონზე მოდით ხალხის რისხვას დაიმსახურებთ იცოდეთ.
კაი რა!
იურისტი კი არა ნაცი ხარ! იურისტი რომ იყო კანონს წაიკითხავდი და გაიგებდი რომ ეს რუსული კი არა ამერიკული კანონია და არც არავის არ ზღუდავს, მხოლოდ აფიქსირებს თუ ვისგან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. მაგრამ თქვენ წერა-კითხვა რა იცით საცოდავო მონებო...
ნოდო
გახარიას პარტიის წევრები არიან ძმები
ნოდო
ეგ ზუსტად არ იცი მარა აი შაცი ფული რო ტრიალებს ეგ ფაქტია ხელისუფლებას რო უნდოდეს ისედაც მოგიფიქრებს რამეს
Io
უბრალოდ კარგი კაცი და კარგი მოქალაქე. ჯიგარი ხარ შოთი!
irakli81
აქ საგანგაშო ვითარება არა იმდენად ცუდ კანონშია, არამედ იმაში თუ რა მიზანს ემსახურება. ამ კანონით, მართლა რუს აგენტებს უნდათ ევროპული არასამთავრო ორგანიზაციების შევიწროვება, რადგანაც ისენი ვერ კონტროლდებიან ხელისუფლებისგან და არიან დემოკრატიის სადარაჯოზე, განვითარებად ქვეყნებში. რომ ამბობენ ამერიკასაც აქვს მსგავსი კანონიო, იმას კი არ უკვირდებიან, რომ ამერიკას არ აქვს დემოკრატიის პრობლემა და ეს კანონი თავის დროზე ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღეს. მარტივი შედარება, რომ მოვიყვანოთ, თუ იარაღს მისცემ ქვეყნის დამცველ ჯარისკაცს, ის მტერს გაანადგურებს, ხოლო თუ მაიმუნს( მაგალითად ყაველაშვილს) საშიში იქნება გარშემო მყოფთათვის.
გიორგი
რა შუაშია ამ კანონთან მიმართებაში საბჭოთა აგენეტები, ჯაშუშები, ჯავახიშვილი, ახმეტელი? აქედან ჩანს რომ აზრზე არ არის ტიპი, კანონპროექტი წაუკითხავს კი არა, თვალით არ დაუნახავს, ისევე როგორც 99 პროცენტი იმათგან ვინც "თავის საკუთარ აზრს' გამოთქვავს საკითხზე. კანონის ავ კარგიანობის განხილვაში არ შევდივარ, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ასეთი განცხადებების გამკეთებლების უმეცრება, უპასუხისმგებლობა და ზედაპირულობა ცხადია, მაგრამ 99 პროცენტი აზრზე არ არის, და რას ჰკარგავენ, სულ არ ჰკიდიათ?! სამაგიეროდ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდათ.
!!!
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს??რა არის ჩემ კომენტარში ისეთი?? რომ არველაძე და ყაველაშვილი ნათესავები არიან და ნათესაობაც გადაუდგა ყაველაშვილს
ლაშა
თქვენი ნააზრებიდან ის დასკვნა გამომაქვს, რომ პრობლემა იმაშია რომ თქვენ აგენტის სახელი დაგერგმევათ. დავუშვათ კანონის შინაარსი იგივე დარჩა, ხოლო სახელი შევუცვალოთ და დავარქათ სხვა უფრო კეთილშობილური სახელი(არც აგენტია დასაძრახი) მაშინ პრობლემა აღარ ექნება თქვენს ორგანიზაციას რომელსაც ასეთი კარგი იდეა ამოძრავებს? მართლა მაინტერესებს თქვენი როგორც პროფესიონალის აზრი, პრობლემა კანონის სახელშია თუ შინაარსში?
გიორგი
კომენტარებში რომ წერთ პოლიტიკა შენი საქმე არ არისო?!თქვენ რატომ უწყვიტავთ თავისი აზრის დაფიქსირებას???ყაველაშვილმა,კაჭარავამ სანიკიძემ,კობიაშვილმა,კალაძემ უნდა გადამიწყვიტონ ქვეყნის ბედი და არველაძემ ხმაც არ უნდა ამოიღოს????!!!!
!!!
ანუ ყაველაშვილს საკუთარი ნათესაობაც გაემიჯნა?!
Gogi
ყოჩაღ არველაძეს, კრიტიკულ სიტუაციაში ამბობს იმას რაც სათქმელია! პ.ს. ისე ყაველაშვილმა ბევრს რო იბრიქება გაიხსენოს რომ ვლადიკავკაზის ალანიაში თამაშობდა და მაშინ პირველმა მაგან მიიკრას აგენტის იარლიყი თავისი ნებით!
ანის
უიმე მათლა?
*-ს
შე, კაცო! მერე შენი სასახელო ნაცები ხო ზიან პარლამენტში, ადექი და მათ ანდე შენი შვილების მომავალი , გიშლის ვინმე?
მიშა
გულწრფელად მაინტერესებს, ვინც არმოწონება დაუსვით ჩემს კომენტარს, რა არ მოგეწონათ მის შინაარსში? :) მე ხომ მაგ კანონპროექტზე არც კარგი მითქვამს და არც ცუდი. მხოლოდ, გირჩიეთ, რომ წაგეკითხათ და საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი შეგქმნოდათ. დავიჯერო, არველაძე, კობახიძე, გახარია, მდინარაძე, ხაბეიშვილი, გინდაც ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, თქვენზე მეტად პატრიოტები არიან, ან უკეთ აზროვნებენ?
გია
შენ მართლა გაუნათლებელო და სულით მონა, რა წერია იმ კანონში გრანტი არ მოიპივოო? მოიპივე ვინ დაგიშალა, უბრალოდ დეკლარაცია უნდა შეავსო საიდან მიიღე და სად დახარჯე.. ნუ აბოლებ ხალხს
მიშას
კანონის სწორად წაკითხვას ცოდნა და სპეციალური განათლება სჭირდება. ამ შემთხვევაში ეს არცაა საჭირო იმდენად ნათელია ყველაფერი. როცა ერთ მხარეს რისმაგ გორდეზიანი, ბესიკ ხარანაული, მზექალა შანიძე და საქართველოს პარტნიორი ქვეყნები დგანან, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტები არიან და მეორე მხარეს შალვა რამიშვილი, გრეჩიხა, გოგა ხაინდრავა და ოკუპანტი რუსეთი, თუ ოდნავ მაინც აზროვნებ და ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია შენთვის ნათელი მხარე უნდა დაიკავო!
Korben Dallas
ეს "ზურა222" აქ რომ ენამზეობს, ვორლდსპორტ.ჯი-ზეც იგივე რიტორიკით იყო გამორჩეული "დინამო222" ნიკით და ავახვევინეთ იქიდან. პირწავარდნილი რუსოფილია. უბრალოდ დააკვირდით მის კომენტარებს შემდეგში (ვისაც აქამდე არ შეუმჩნევია). თუმცა ახალი რა ვთქვი ? სავსეა ქართული ინტერნეტსივრცე ასეთებით. მე იმის თქმა მინდა, რომ როცა წლობით ერთიდაიგივეს აკეთებ, უკვე აღარ თამაშობ - ნამდვილად ხარ ასეთი !!!
თამაზი
ერთ ძალიან "ჭკვიანს" მინდა გამოვეხმაურო, ვინც ჩემს წინა ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა... როცა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები გეუბნებიან, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და რუსული "დემოკრატიის" ანალოგია... როცა აშშ-ს კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი გეუბნება, რომ ამ კანონპროექტს არაფერი საერთო არა აქვს ამერიკულ კანონთან... ხოლო როცა რუსეთის დუმის წევრები კმაყოფილებას გამოთქვამენ, ცოტა უნდა დაფიქრდე... ადამიანის თავს ბალიშზე დასადები ფუნქცია არ აკისრია მხოლოდ, იგი აზროვნებისთვისაცაა... პ.ს. მოკლედ, როცა ამდენი ხალხი გეუბნება "ფეჩი" ხარო, გუგუნი უნდა დაიწყო! გასაგებია? პ.პ.ს. კიდევ ერთხელ... სრულიად ვეთანხმები შოთის პათოსს!
აღარ ჩერდებიან
ვერ ხედავთ რომ ამათ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ ვეღარ გაძღენ.აფერისტმა კალაძემ თბილისი საშინელებათა ფილმს დაამსგავსა .ყველგან უზარმაზარ კორპუსებს აშენებს.ქალაქში ვეღარ გაივლი.
???
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კითხვა ჩვენი ძლიერი მხარე არ არის! წაიკითხეთ რაც წერია იმ კანონში, რეებს ბოდიალობთ? ვინ ვის ზღუდავს? რა კომენტარებს ვკითხულობ გაგიჟდება კაცი!!
zura222
და შენ ხაარ შემდგარი ადამიანი ??
zura222
სააკაშვილს აქვს 3 დიპლომი და იმას ანდე შენი შვილების მომავალი და ნახავ რა დღეშიც ჩავარდებიან DDD
ლადო
მე მაქვს წაკითხული ამათი ვერსიაც, რუსულიც და ამერიკულიც. რუსული შეიძლება სიტყვა - სიტყვა არ ჯდება, მაგრამ უმთავრესი პუნქტები აქვთ გადმოკოპირებული. ამერიკული კანონი ზუსტად თარგმნეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეს კანონი არასამთავრობოებს კი არა, უცხოეთის პოლიტიკური პარტიების მიერ დაფინანსებულ ნჯოებს ეხება. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ კანონის მიღებით, საბოლოოდ გეხურება კარი ევროპისკენ და რჩები ჭაობში და იძახეთ ახლა ენჯეო და აგენტებიო. სამ ენჯეოს ვერ ნახავთ, საიტზე და ფეისბუქზევე რომ არ ეწეროს ვინ და რამდენს და რაში უხდის. ყაველაშვილი რომ გაიძახის ევროპა არ გვინდაო, კითხეთ ერთი, მისი შვილები რატომ არიან შვეიცარიის მოქალაქეები? აზრზე მოვიდეთ ხალხო, თორე უკან გვრჩება ნაციც, ქოციც, აგენტიც და ყველაფერი, სრულ იზოლაციაში ვიქნებით რუსეთთან ერთად
სოსო
ხალხო,ამდენ ენისა და მუშტების ქნევას,ეს კანონი შეადარეთ,რუსულ და ამერიკულ კანონებს.მე არ ვიცი ინგლისური,თორემ ნამდვილად შევეცდებოდი.ქოცები ამბობენ,რომ ეს პროექტი,ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანია,ნაცები,ამბობენ და სხვებსაც არწმუნებენ,რუსულიაო.ნახეთ და ვინც მართალი აღმოჩნდება,ხომ გავიგებთ.ამაზე ამდენი ყვირილი,ტყუილად არავის დაუწყია და აშკარაა,თავისი მიზნები აქვთ.არც შოთისაგან გამიკვირდება,პოლიტიკაში შემოდგას ფეხი და ეს პირველი ნაბიჯი იყოს.მაგისთანები გვინახავს საქართველოში?მოდავეთაგან ერთი მხარე მაინც(შესაძლოა ორივეც),ბინძურ თამაშს რომ ეწევა,ეს უკვე ცხადია და ქვეყნის ინტერესშია,ამ მხარის გარკვევა.ისე ნამდვილად არ მესმის,რომელიმე ორგანიზაციას,რატომ უნდა ჰქონდეს ფარულად,უცხოეთიდან დაფინანსება და თუ ასეთი ექნებათ, რატომ უნდა იყოს დაფინანსების ერთი მხარე,ქვეყნისათვის საიდუმლო,მაგრამ მისასალმებელი და მეორესთვის,თუნდაც ლეგალური დაფინანსება,კრიმინალად მონათლული.ძალიან კარგად მახსოვს,ნაცებმა როგორ დააპატიმრეს,ვახტანგ მაისაია,ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების, სლოვაკეთის მედიისათვის გადაგზავნისათვის და სლოვაკეთის ჯაშუშობის ბრალდებით,ციხეც ახეხინეს,სხვა უამრავ თავგადასავალთან ერთად.სლოვაკეთი ხომ,მაშინ უკვე ნატოს წევრიც იყო და მგონი ევროკავშირისაც.ნატოს წევრ საბერძნეთს და თურქეთსაც ჰქონდათ შეიარაღებული კონფლიქტები და საქართველოსაც აქვს უფლება,საკუთარი უშიშროება უზრუნველჰყოს,ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან შესაძლო საფრთხის შემთხვევაში.საფრთხის შექმნა კი,ყოველთვის ფინანსებთანაა დაკავშირებული და მისი ნაკადების ცოდნა,სწორედაც სახელმწიფოს უშიშროების ნაწილია.სხვა საქმეა,ამ ინფორმაციას როგორ გამოიყენებ და სწორედ აქ არის სიფხიზლე და მკაცრი კონტროლი საჭირო,ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაზე.
!!
ვაა,ყაველაშვილს გადაუდგა საკუთარი ნათესაობაა?!ყოჩაღ შოთი
მიშა
უბრალოდ, მინდა ყველას გირჩიოთ, რომ თუ გსურთ საკუთარი აზრი შეიქმნათ კანონპროექტზე, ჯერ წაიკითხეთ და მერე მოიწონეთ, ან დაიწუნეთ. ჩვენი ხალხის დიდი მინუსი ისაა, რომ ტექსტის წაკითხვა, მისი გააზრება გვეზარება და სხვების ნააზრევს ვიმეორებთ მექანიკურად. ეხლაც, იმის მიხედვით კი არ ვმსჯელობთ კანონპროექტზე, თუ მასში რა წერია. ცოტა გამარტივებულად თუ შევაჯამებთ აქაურ კომენტარებს, გამოდის, რომ ვისაც არველაძე მოსწონს, არ მოსწონს კანონპროექტი და ვისაც არველაძე არ მოსწონს, იმას კანონპროექტი მოსწონს. :) სჯობს, საკუთარი აზრი შეიქმნათ. არც არველაძეა ავტორიტეტი (მით უმეტეს, პოლიტიკაში) და არც ნებისმიერი პარლამენტარი.
მმმმმ
როგორც ფეხბურთელი საზღვარგარეთ იყო მაგარი,ნაკრებისთვის თავს არ იკლავდა,კლანებად იყვნენ დაყოფილი ერთობა არ იყო. და როგორც მოქალაქე მეზარება მიშას ლეკვები იყო სამივე ძმები.შეჭამეს ფედერაცია მიშასთან ერთად
*
ყაველაშვილს დიპლომი არ ქონია და ასე ზის პარლამენტში და კანონებს იღებს!!!!!რატომ უნდა ვანდო ესეთ ადამიანს ჩემი და ჩემი შვილების მომავალი??!!
ლადო
ყოჩაღ შოთი!!!გავა დრო და შვილებს მოვუყვებით ვინ უღალატა ქვეყანას!!!!!
ილიას
ეხ ილია, ილია, ჯერ კანონი წაიკითხეთ და მერე გადმოაფრქვიეთ აზრები. არავინ არ ისჯება, მხოლოდ იმფორმაცია ხდება გამჭირვალე.
არა რუსეთს
მართლა ბნელის გარდა ყველა ხვდება ეს კანონი რატო ჭირდებათ. მოდის 2024 და კარგი რო არაფერს აკეტებრნ ამას ხალხი ვერ ხედავს თუ რაა.
გოგა
გაუნათლებლებისთვის და სულით მონებისთვის! მე, იურისტი, რომელიც ვცდილობ შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ დაიცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომელთაც არ აქვთ სახსრები დაიცვან საკუთარი სამართლებრივი უფლებები სასამართლოში და ამისათვის მჭირდება ფინანსები, რომლის მინიმუმ 20%-ის მოპოვებას ვცდილობ ფრანგული გრანტით - თანასწორი უფლებების შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
Irakli
ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს!კალაძის, ყაველეშვილის, კაჭარავას კიდევ სხვებზე თუ არ გქონიათ პროტესტი პოლიტიკა თქვენი საქმე არ არისო ახლა რამ გაგაღიზიანთ? ხომ არ აირიეთ გზავნილებში? თუ ინტელექტი არ გაძლევთ მეტის საშუალებას? რუსეთში არ უნდა წავიდნენო ჩვენი ფექხბურთელები, ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და სპორტი ცალკე გამოეყოფა?
ბექა
ზღუდავს იმაში, რომ ევროპა ამერიკის ხმა ჩაკვდება და დედა ნატირები ღრუსეთის გაიჯეჯილებს.
ვახ...
დაიპუტეს ბოტებმა, ტყუილად პასუხობთ რამიშვილის უკანონო შვილებს...
Irakli
შოთა არველძე ზუსტად რომ შემდგარი ადამიანია, აი შენ რაში გამოდექი ჯოსბს ეგ შკითხვა დაუსვა საკუთარ თავს!
*
ნამდვილი კაცი და თავისი ქვეყნის პატრიოტი!!!!,გავა წლები ამას მიხვდებით და დააფასებთ!!!!
დათო
საზოგადოებას შეხვედრია ბიჭი, კონკრეტულად დაწერეთ თუ მართლებიხართ რაში გზღუდავთ კანონი.
ილია
ჩინოვნიკებს რომ სხვაზე აქვთ ქონებები გადაფორმებული და თავიანთ დეკლარაციაში არ უწერიათ ის აქტივები ეგ კანონიერია? 18 წლის ბავშვებზე რომ მილიონიანი ქონებები აქვთ.. საიდან ? 18 წლის ბავშმა მილიონი როგორ იშოვა? ))) ასე რომ, თუ ისინი არ ისჯებიან მაშინ ესენიც არ უნდა დაისაჯონ!
ნონოს
ვაიმე, ალ აგვატილო ლა?
შოთა არველაძეს!
შოთა! შენი საქმე არ არის პოლიტიკაში ძრომიალი, ერთადერთი რაც კარგად გამოგდის ტიკ ტოკზე, კინტაურის ცეკვა თამაში! ხო ხაბეიშვილიც აიყოლიე და მიდიით შეუბერეთ მასხარებმა!
Soso
ჯერ წაგეკითხა რა წერია იქ თუ გახარიას პარტიაში რომ ხარ იქ წაგიკითხეს ასე თქვიო, ეგ კანონი რომ არ ქონოდა ამერიკას ვერ გავიგებდით რომ მიშამ 1 მილიონი გადაიხადა ექსპერტების დაქირავებაში
გიორგი
შენი ეს "სახელი" ტყუილად არ შეურჩიე შენს თავს! კი, ნამდვილად ეგ ხარ! დიდი მოკითხვა!
ნაცებო! დაგვღალეთ და მოგვასვენეთ მოსახლეობა!
ვაი თქვენს პატრონს! იარეთ გიჟი ნაცების ჭკუაზე და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ! ამერიკა ,ამერიკაო რო გაბოდებთ, ამერიკული კანონპროექტი არ არის? რაო ესეიგი რუსულია? გეყოთ რა მართლა და მართლა! ჯერ ნაცქალების საქციელს შეხედეთ, კაცებზე აღარ ვიძახი, ნორმალურია? თავიანთი ბნელი წარსულის მქონე უსაქმურები, ქუჩაშიც არ უნდა გამოდიოდნენ! თავისუფლებას, რო ვინმე გიზღუდავდეთ, ასე თამამად მოიქცეოდით? შოთა არველაძეს კი კოჭებშივე ეტყობა უკვე, გუბაზის სინდრომი, რო სჭირს!
zura222
ეს ტიპი მწცრთნელობაში ვერ გამოდგა და ეხლა ყველანაირად ცდილობს პოლიტიკაში ან "არასამთავროებში" შეძვრეს ! მაგრამ აშკარად იქეთ ვერ იყურება P ნაც მოძრაობის და ფაკჩეკერების კაპიტანი გიგაურების და კინწურაშვილების დრო გადის შოთაააა ! შეეშვი მაგათ (და ქოცებსაც) და რაღაცა ახალ მოძრაობას მიეკედლე ! თუმცა საქართველოში ვერ ნახავ ახალ პერსპექტიულ მოძრაობას და შენ საყვარელ თურქეთში გირჩევ რომ გააკეთო პოლიტიკური კარიერა--ხალხი გიცნობს პატივს გცემენ და აგერ მაგარი ახალი მოძრაობა იკრებს ძალას ერდოღანის ოპოზიციური პარტიაა რომელსაც სათავეში უდგას ქალაქ ეზრინის (სადაც მიწისძვვრის დროს არცერთი შენობა არ დანგრეილა და არც მსხვერპლი არ იყო) მერი ოქეშ ელმასოღლუ რომელიც ეხლა ლამის თურქეთის ეროვნული გმირია ! მიდი მაგასთან პარტიაში და 2-3 წელში შეიძლება თურქეთის პარლამენტის სპიკერად გაიჩითო PP
ნინო
ძალიან მაგარი კაცი ხარ შოთი!❤️
Tornike
და შენ რა ქართულ საქმეს აკეთებ აბა?
ჰმ
მაგას კალაძეს და ყაველაშვილსაც ეტყვი?
irakli81
ყაველაშვილი და კალაძე მაგრა ერკვევიან არა?
joi zaza
და შენ რომ საფეხბურთო აგენტი გყავდა, ან შენ შეიძლება არ გყავდა, მაგრამ უამრავ პროფესიონალ ფეხბურთელს რომ ჰყავს, მათი საქმე როგორაა ნეტა? ფსბ-ს აგენტებია ის აგენტები თუ როგორაა? უსინდისო კაცი ყოფილხარ ჩემდა სამწუხაროდ, თან შტერიც. ამ დემაგოგიას თუ გაუნათლებლობით აფრქვევ ეს ერთი უბედურებაა და თუ გესმის რა სისულელეს ლაპარაკობ და ამას განზრახ აკეთებ, ეგ უკვე შენი პირადი ტრაგედიაა. თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის მედროვეები იყავით ძმები. კვარაცხელია რომ სასიკვდილოდ ცემეს და დააგდეს ქუჩაში შენი ძმის ფედერაციის მოადგილეობისას, მაშინ პროტესტის გრძნობა არ გქონია?! უსინდისო კაცი ყოფილხარ სამწუხაროდ.
ZIZ
მე ნიუსებს მანცდამაინც არ ვუყურებ მაგრამ, როცა ასეთი აპოლიტიკური ადამიანი თავის სამოქალაქო პოზიციას ამგვარად გამოხატავს ე.ი. რაღაც გადამწყვეტი მომენტი დგება...
ირაკლი
ყველაზე მაგარი ქართველი სპორტსმენი და ყველაზე მაგარი ქართველი კაცი!!!!!!!
???
რა დასადები ინფორმაცია ეს იყო ახლა აქ!! ყველა თავის საქმეს რომ აკეთებდეს ამ ქვეყანაში, ასე არ ვიქნებოდით!! როგორც ყველა ვერ ერკვევა ფეხბურთში, ასევე ყველა ვერ ერკვევა პოლიტიკაში!!
ანი
მიყვარხარ შოთი❤️❤️
Kaka
წადი ბიძიკო შენ საქმეს მიხედე. ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყავი და ნამდვილად ძაან მაგრა ღადაობ. მწვრთნელობას ვერ ქაჩავ აშკარად და მაგას მიაწექი ჯობია!!!
თამაზი
შოთის სრულიად ვეთანხმები. მე ერთი ის ვიცი, რომ, კანონპროექტს რომელსაც გოგა ხაინდრავა, გია უცნობი, ნანა კაკაბაძე და სხვა ვიგინდარები გააფთრებით მხარს უჭერენ, უკვე ძალიან ცუდი რამ ხდება!
ელგუჯა
ფეხბურთელი კარგი იყავი, მწვრთნელი ისე რა, პოლიტიკას შეეშვი რა, აქედანვე ჩანს არაა ეს შენი სფერო, პატივისცემას და სიყვარულს დაკარგავ...
გიო
გვიმრავლოს შენნაირი სპორტცმენები და მოქალააქეები შოთი !!! მაგარ პატივს გცემ !!!
lsd
აირცხვილია ამდენი ხნის სიდუხწირის წვალების ბრზოლის შემდეგ ასე უმტკივნეულოდ ისევ რუსეთისკენ რეგრესისკენ მივყავდეთ ხალხსბრომელნიც ჩვენ დავიქირავეთ სამსახური მივეცით და ხელფასებს ვუხდით და ჩვენვე გვაქვს უფლება მოვთხოვოთ ის რაც ქვეყანას სჭირდება და საითაც ამდენი ხანი წვალებით მივდივართ. სულერტია პოლიტიკური პარტიული კუთვნილება. თემატურად ჩვენი უფლება და ვალია ხალხის მოვითხოვოთ რომ შეწყდეს ეს სამასირცხვო რუსეთის ლოკვა
კობა
შოთა მიხედეთ თქვენს საქმეს!...ეს სპორტი არ არის...
ბაკარია
წადი ბიჭო ავჭალური აკენწლე! რა შუაშია კონკურენციის და ვიღაცის სიტყვის შეზღუდვა? არ წაგიკითხავს, თუ ვერ გაიგე? საკითხი მარტივია: უცხოეთიდან დაფინანსებულმა საქართველოს არაკომერციულმა ორგანიზაციამ წლიურ დეკლარაციაში უნდა ასახოს, წლის განმავლობაში ვისგან რამდენი მიიღო, რა დანიშნულების იყო ეს ფული და რაში დახარჯა! მორჩა! ათჯერ მეტი თანხები მოიზიდოს და ათჯერ მეტი კანონიერი საქმე აკეთოს!
მინდია
კიდევ ერთხელ უდიდესი სიმპათია და პატივისცემა შოთის
Giusha3232
მიდი შენ საქმეს მიხედე,ყველაფერშიკები ნუ გამოხვალთ.
ზაზა
100 პროცენტით მართალს ამბობ შოთი!გიერთდები მიმართვაში,არ გვჭირდება ახალ ახალი კანონები!რაც ადრე არის მიღებული ჯერ ისინი შეასრულონ!უმაქნისი პარლამენტარების ყურებით უკვე ძალიან დაიღალა ჩვენი ხალხი!!!
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
"ჩელსიმ" "პალმეირასი" დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [VIDEO]
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება