"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
ნაცების დროს ხმას რომ არ იღებდი და ახლა რომ გამოხტები პატრიოტული განცხადებებით ცოტა არ იყოს კი ტეხავს...
ჩელენჯერი
07 მარტი 2023 01:10
41
მაშინ ურტყამდნენ ძმაო
JOI ZAZA
07 მარტი 2023 11:11
2
კომუნისტების დროს კომუნისტი, მიშას დროს მიშისტი, ახლა იცის არავინ არაფერს მოკითხავს და გამოყო თავი.. კობიაშვილზე რომ წერთ რაღაცეებს, კობიაშვილამდე ფედერაციის შენობა ბანკში იდო, დაგავიწყდათ ალბათ.. სხვა ამის და მის ოჯახის ,,კარგ'' საქმეებს აღარ ჩამოვთვლი, მოედანზე მისული ხალხისგან შემოსული თანხის გადახდას ძმაკაცების გირაოში და ასე შემდეგ მაგის ძმისგან.. რუსული კანონია თუ ფრანგული ეგ სხვა სასაუბრო თემაა, მარა მიხედოს თავის საქმეს. გამომივიდა სამოქალაქო აქტივისტი.. ან წავიდეს პოლიტიკაში.. მორალის სწავლებას მორალური ადმიანებისგან მივიღებდი...
ზაალი
07 მარტი 2023 01:04
32
!!-ს მე პოლიტიკოსებზე დავწერე რამე? კარგად უნდა წაიკითხო რას ვწერ..
ზაალი
07 მარტი 2023 03:22
5
მაგ:ყაველაშვილი,კალაძე,ხაინდრავა კაკაბაძე სუბარისგან??!!
!!
07 მარტი 2023 01:33
12
ამერიკული კანონია ბიჭო ქართულად ნათარგმნი!! ნაცების არხებს ბევრს ნუ უყურებ თორე სუ გამოგაშტერებენ!
არველაძეს
07 მარტი 2023 00:14
40
თან ელჩი ამბობს ჩვენ გვჭირდება თქვენ რათგინდათო, მაგ კანონმა გაშიფრა მიშა რამდენი ქომდა გადახდილი ექსპერტებში რა ქონება აქვს ამერიკაში
სოსო
07 მარტი 2023 00:25
21
ტიპი იმენნა ტყემალზე ზის და ბალსა ჭამს,50 წლის კაცი ხარ და ვერ გაგიგია კანონის შინაარსი და ისე წერ აბდაუბდა რაღაცეებს.საბჭოთა კავშირის დროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე იყო მოღალატე და სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა, დღეს ვინმე დამისახელებს რომ განსხვავებული აზრის გამო დასჯილიყოს(განსხვავებული აზრი არ აურიოთ ხელუსუფლების ამხობის მოწოდებაში)ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს რომ გარეშე ძალები არ იყვნენ ჩარეული ქვეყნის შიდა საკითხებში და ამიხსენით ეხლა ვინმემ რა არის ამაში მიუღებელი? თითოეულის აზრი მაინტერესებს ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება, თქვენ ოჯახში რომ გარე ძალა ერეოდეს და ოჯახის სიმშვიდეს და კეთილდღეობას ემუქრებოდეს თქვენ ამას ჩვეულებრივ მიიღებთ და არაფერს არ მოიმოქმედებთ?ქვეყანაც არის ერთი დიდი ოჯახი, რომლის შიდა საკითხებში არანაირი რუსი, ამერიკელი თუ ევროპელი არ უნდა ერეოდეს
მამუკა
07 მარტი 2023 00:12
41
bicho marto nacsektis komentarebs rom akveynebt eg romeli sityvis tavisuplenbashi gagyavt?:))
სანდრო
07 მარტი 2023 00:06
19
ეგ კანონ პროექტი უკვე კარგა ხანია მოქმედებს ამერიკაში და ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში და არველაძემ ეგ კარგად უნდა იცოდეს რახან პოლიტიკას ეხება ევროპაში ნაცხოვრებია და იმიტომ.რუსეთთან მაგ კანონს საერთო არაფერი აქ ეგ კანონი დასავლეთში მოუგონეს და ვითომ პროდასავლელებო, სინამდვილეში თქვენ კეთილდღეობას რო უფრთხილდებით კარგად გაიგეთ მაგ კანონის მნიშვნელობა.
ქომაგი
06 მარტი 2023 23:55
27
თქვენ ბიჭო ხო კარგად ხართ ადმინისტრაციას მივმართავ…თქვენი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაღა მაკლია კიდე ეს ღრუსი მთავრობა არ კმარა? ცოტა აზრზე მოდით!!!
ზურა
06 მარტი 2023 23:15
21
გულში გენაცვალე შოთიი !!!
beqa
06 მარტი 2023 22:31
32
რა გულში გენაცვალე, დემეტრაძის ამბავზე როგორ გაისუსა დაგავიწყდა სექტა?
სექტა ხარ რა
07 მარტი 2023 10:03
3
ბრავო შოთა არველაძეს და თბილისის დინამოს. ნამდვილი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს.

ქართული სპორტის სამყაროდან სიჩუმე არის უთავმოყვარეობა

კალაძე და ყაველაშვილი არიან უთავმოყვარეოები და მოღალატეები, თუ ასეთი ცუდი არის ევროპა რას იტანჯებოდნენ ერთი იტალიაში და მეორე შვეიცარიაში?
დააT
06 მარტი 2023 22:29
38
დინამომ არველაძემ და კიდევ ვინც გააკრიტიკა ეს კანონი სამოქალაქო პოზიცია კიარ დააფიქსირა არამედ ნაც-ზონდერ-დაჯგუფების სათქმელი თქვა,,ამ კანონით ყველა არაქართველს აეკრძალება ჩვენი ქვეყნის შიდა სამზარეულოში ცხვირის ჩაყოფა და მით უმეტეს აქაური ვითომ ოპოზიციის დაფინანსება და მაგის გამო აეწვათ ერთი ადგილი ვიღაც-ვიღაცეებს??ვეღარ დააფინანსებს საქართველოს ხარჯზე მილიარდერად ქცეული კეზერაშვილი ნაცებს,,ვეღარ დააფინანსებენ არასამთავრობოებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმის სათქმელად რო თურმე დამნაშავე სააკაშვილს ვკლავთ,,ვეღარ დაგვაშანტაჟებენ ვერც ამერიკელები ვერც უკრაინელები და ვერც ვერავინ,,ყველა ვისაც არ ეზარება ჭკუას გვასწავლის და იმის გამო გვებუტება რადგან მეორე ფრონტი არ გაუხსენით ამ ნაძირალა რუსის ურდოს,,კიდევ აუცილებლად მისაღებია ისეთი კანონი რომელიც ჟურნალისტებს და ტელევიზიებს შეგნებულ ტყუილზე დამყარებული სიუჟეტების გაშვებას აუკრძალავს,,დავიღალეთ ნოდარა მელაძის ((სხვებისაც ფორმულაზე,,ტვ.პირველზე,,მთავარზე))შეგნებული ტყუილების მოსმენით
Daas
07 მარტი 2023 00:55
16
დაიმახსოვრეთ! ევროპა ევროპელებისთვისაა კარგი. შევალთ ევროპაში და 50 წელიწადში, ჩვენი ხსენებაც არ იქნება. ერს იცავს თვითმყოფადობა, ეროვნულობა, რასაც ევროპა აგვართმევს.
ტიტე
07 მარტი 2023 00:00
19
ბიძიკო ბურთი ითამაშე და შეეშვი ამ ბრძნულ მჭერმეტყველებას.ხო გადაისხეს თავზე.ჩაყრი წყალში მაგ შენ ნამოგვაწარს.მითქვია მე შენთვის .....
Daviti
06 მარტი 2023 22:28
30
ვინახარ ბიო შეენ? შოთი გაჩუმდეს შენ ილაპარაკოო მიხეილ ჯავახიშვილზე გსმენია რამეეე ისიც აგენტი იყოო?
giorgi
07 მარტი 2023 00:02
20
მიაყენე რაა თავს მიხედე.
G.LA
06 მარტი 2023 23:17
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული