50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:
"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
თითქმის
რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მათ, ვინც სხვებს კანონპროექტის წაკითხვას ურჩევს, ვიპასუხებ როგორ უკვე წამკითხველმა;
წერია მოკლედ:
Adios Georgia, Привет из Москвы!
ვინც რუსულად კითხვა არ იცით, დარწმუნებული ვარ არც ეს კანონი გენდომებათ საბედნიეროდ.
დანარჩენი ყველამ თავისა იცის…
პ.ს. ისე ყაველაშვილმა ბევრს რო იბრიქება გაიხსენოს რომ ვლადიკავკაზის ალანიაში თამაშობდა და მაშინ პირველმა მაგან მიიკრას აგენტის იარლიყი თავისი ნებით!
ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ კანონის მიღებით, საბოლოოდ გეხურება კარი ევროპისკენ და რჩები ჭაობში და იძახეთ ახლა ენჯეო და აგენტებიო. სამ ენჯეოს ვერ ნახავთ, საიტზე და ფეისბუქზევე რომ არ ეწეროს ვინ და რამდენს და რაში უხდის.
ყაველაშვილი რომ გაიძახის ევროპა არ გვინდაო, კითხეთ ერთი, მისი შვილები რატომ არიან შვეიცარიის მოქალაქეები?
აზრზე მოვიდეთ ხალხო, თორე უკან გვრჩება ნაციც, ქოციც, აგენტიც და ყველაფერი, სრულ იზოლაციაში ვიქნებით რუსეთთან ერთად
ტყუილი - თქვენი მთავარი იარაღია! ფეხბურთელი იქნება, თუ ჭოკით მხტომელი.
მე იმის თქმა მინდა, რომ როცა წლობით ერთიდაიგივეს აკეთებ, უკვე აღარ თამაშობ - ნამდვილად ხარ ასეთი !!!
თვალსა და ხელს შუა გაყიდული ნაცები გაბრმავებენ და რომ ვერაფერს ხდებიან ისტერიულად მწვავე ფორმებში უვითარდებათ შიზოფრენია!