"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
შოთა მიხედეთ თქვენს საქმეს!...ეს სპორტი არ არის...
კობა
06 მარტი 2023 14:26
49
წადი ბიჭო ავჭალური აკენწლე! რა შუაშია კონკურენციის და ვიღაცის სიტყვის შეზღუდვა? არ წაგიკითხავს, თუ ვერ გაიგე? საკითხი მარტივია: უცხოეთიდან დაფინანსებულმა საქართველოს არაკომერციულმა ორგანიზაციამ წლიურ დეკლარაციაში უნდა ასახოს, წლის განმავლობაში ვისგან რამდენი მიიღო, რა დანიშნულების იყო ეს ფული და რაში დახარჯა! მორჩა! ათჯერ მეტი თანხები მოიზიდოს და ათჯერ მეტი კანონიერი საქმე აკეთოს!
ბაკარია
06 მარტი 2023 14:20
44
ილია,კობა ნაყოფიასაც ჰკითხე,თავის 22 წლის ბიჭს,კონსულტანტის თანამდებობა რომ მისცა,არემჯი გოლდში და ხელფასად წელიწადში მილიონი დაუნიშნა,რაში აძლევდა იმ ფულს და სახელმწიფოს,რამდენს აძლევდა შემოსავალს.ან კეზერაშვილი,სიგარეტზე რომ აგზავნიდნენ ხოლმე,რომელი ხელფასით გახდა მილიარდერი,მათი მმართველობის დასასრულს.ან რომელი დეკლარავიით დაამტკიცა იმ ფულის კანონიერება?ან სააკაშვილის დედამ,ახლა მილიონს რომ მხოლოდ ადვოკატს უხდის,რა ფულით იყიდა,საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი.ის ხომ უბრალო მეცნიერ მუშაკი იყო და აკადემიკოსებიც კი,საკუთარი ხელფასით,ოჯახისათვის,გამოსაკვებ ფულს ძლივს შოულობდნენ,მის ვაჟს,მიშას კი,პრეზიდენტად გახდომის დროს,121 000 ლარი ჰქონდა მხოლოდ ,დეკლარაციით,ხელისუფლებაში მოსვლამდე კი,ქირის ფული რომ არ ჰქონდა,ზურაბ ჟვანია,ახლად შერთულ სანდრასთან ერთად,მის მიერ დაქირავებულ სახლში აცხოვრებდა და ჰოლანდიაში რომ წავიდნენ,სანდრას,მიშას პალტო ეცვა,რადგან სხვა არ ჰქონდათ.სხვათა შორის,მიშაც და მთელი მისი მთავრობაც,წელიწადზე მეტი ხელფასს,ბიძინა ივანიშვილისაგან იღებდა,რადგან ბიუჯეტს ფული არ ჰქონდა.ბიძინა და ბადრი პატარკაციშვილი,კიდევ ბევრ რამეს აფინანსებდნენ,სახელმწიფოს დასახმარებლად და მაშინ,რატომღაც არავის მიაჩნდა ისინი,ოლიგარქებად.ოლიგარქებად მერე გადაიქცნენ,როცა ნაცები ხელისუფლებაში მომაგრდნენ და მათხოვრებიდან,რეკეტიორ ყაჩაღებად გადაიქცნენ.პატარკაციშვილი მოწამლეს და მისი 12 მილიარდიდან მეტი ნაწილი,უკვალოდ გააქრეს,ზურაბ ჟვანიაც მოკლეს და პოლიტიკური მოწინააღმდეგე მოიშორეს,გურამ შარაძე მოკლეს და სხვების დასაშინებლად,ქუჩაში დააგდეს,დღეს კი,ამ ხალხს ისევ ხელისუფლებაში მოყვანას უპირებენ მავანნი და ბევრი თქვენგანიც,აჰყოლიხართ მათ წიოკს.მათ კი იციან,რისთვის იბრძვიან,მაგრამ თქვენ გესმით,რაში უჭერთ მხარს?ამაზე მაინც დაფიქრდით!
სოსო
07 მარტი 2023 00:44
4
ეხ ილია, ილია, ჯერ კანონი წაიკითხეთ და მერე გადმოაფრქვიეთ აზრები. არავინ არ ისჯება, მხოლოდ იმფორმაცია ხდება გამჭირვალე.
ილიას
06 მარტი 2023 17:20
16
ყველა გამოხმაურება
კიდევ ერთხელ უდიდესი სიმპათია და პატივისცემა შოთის
მინდია
06 მარტი 2023 14:20
44
მიდი შენ საქმეს მიხედე,ყველაფერშიკები ნუ გამოხვალთ.
Giusha3232
06 მარტი 2023 14:16
41
მაგას კალაძეს და ყაველაშვილსაც ეტყვი?
ჰმ
06 მარტი 2023 15:35
14
100 პროცენტით მართალს ამბობ შოთი!გიერთდები მიმართვაში,არ გვჭირდება ახალ ახალი კანონები!რაც ადრე არის მიღებული ჯერ ისინი შეასრულონ!უმაქნისი პარლამენტარების ყურებით უკვე ძალიან დაიღალა ჩვენი ხალხი!!!
ზაზა
06 მარტი 2023 14:16
41
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული