"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
და შენ რომ საფეხბურთო აგენტი გყავდა, ან შენ შეიძლება არ გყავდა, მაგრამ უამრავ პროფესიონალ ფეხბურთელს რომ ჰყავს, მათი საქმე როგორაა ნეტა? ფსბ-ს აგენტებია ის აგენტები თუ როგორაა? უსინდისო კაცი ყოფილხარ ჩემდა სამწუხაროდ, თან შტერიც. ამ დემაგოგიას თუ გაუნათლებლობით აფრქვევ ეს ერთი უბედურებაა და თუ გესმის რა სისულელეს ლაპარაკობ და ამას განზრახ აკეთებ, ეგ უკვე შენი პირადი ტრაგედიაა. თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის მედროვეები იყავით ძმები. კვარაცხელია რომ სასიკვდილოდ ცემეს და დააგდეს ქუჩაში შენი ძმის ფედერაციის მოადგილეობისას, მაშინ პროტესტის გრძნობა არ გქონია?! უსინდისო კაცი ყოფილხარ სამწუხაროდ.
joi zaza
06 მარტი 2023 15:20
44
მე ნიუსებს მანცდამაინც არ ვუყურებ მაგრამ, როცა ასეთი აპოლიტიკური ადამიანი თავის სამოქალაქო პოზიციას ამგვარად გამოხატავს ე.ი. რაღაც გადამწყვეტი მომენტი დგება...
ZIZ
06 მარტი 2023 15:05
36
გახარიას პარტიის წევრები არიან ძმები
ნოდო
06 მარტი 2023 21:55
9
ყველაზე მაგარი ქართველი სპორტსმენი და ყველაზე მაგარი ქართველი კაცი!!!!!!!
ირაკლი
06 მარტი 2023 15:01
56
რა დასადები ინფორმაცია ეს იყო ახლა აქ!! ყველა თავის საქმეს რომ აკეთებდეს ამ ქვეყანაში, ასე არ ვიქნებოდით!! როგორც ყველა ვერ ერკვევა ფეხბურთში, ასევე ყველა ვერ ერკვევა პოლიტიკაში!!
???
06 მარტი 2023 15:01
39
ყაველაშვილი და კალაძე მაგრა ერკვევიან არა?
irakli81
06 მარტი 2023 15:27
21
მიყვარხარ შოთი❤️❤️
ანი
06 მარტი 2023 14:58
30
უიმე მათლა?
ანის
06 მარტი 2023 20:27
9
წადი ბიძიკო შენ საქმეს მიხედე.
ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყავი და ნამდვილად ძაან მაგრა ღადაობ.
მწვრთნელობას ვერ ქაჩავ აშკარად და მაგას მიაწექი ჯობია!!!
Kaka
06 მარტი 2023 14:48
62
შენი ეს "სახელი" ტყუილად არ შეურჩიე შენს თავს! კი, ნამდვილად ეგ ხარ! დიდი მოკითხვა!
გიორგი
06 მარტი 2023 16:05
9
და შენ რა ქართულ საქმეს აკეთებ აბა?
Tornike
06 მარტი 2023 15:37
7
შოთის სრულიად ვეთანხმები.

მე ერთი ის ვიცი, რომ, კანონპროექტს რომელსაც გოგა ხაინდრავა, გია უცნობი, ნანა კაკაბაძე და სხვა ვიგინდარები გააფთრებით მხარს უჭერენ, უკვე ძალიან ცუდი რამ ხდება!
თამაზი
06 მარტი 2023 14:48
49
ვაი თქვენს პატრონს! იარეთ გიჟი ნაცების ჭკუაზე და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ! ამერიკა ,ამერიკაო რო გაბოდებთ, ამერიკული კანონპროექტი არ არის? რაო ესეიგი რუსულია? გეყოთ რა მართლა და მართლა! ჯერ ნაცქალების საქციელს შეხედეთ, კაცებზე აღარ ვიძახი, ნორმალურია? თავიანთი ბნელი წარსულის მქონე უსაქმურები, ქუჩაშიც არ უნდა გამოდიოდნენ! თავისუფლებას, რო ვინმე გიზღუდავდეთ, ასე თამამად მოიქცეოდით? შოთა არველაძეს კი კოჭებშივე ეტყობა უკვე, გუბაზის სინდრომი, რო სჭირს!
ნაცებო! დაგვღალეთ და მოგვასვენეთ მოსახლეობა!
06 მარტი 2023 16:03
40
ფეხბურთელი კარგი იყავი, მწვრთნელი ისე რა, პოლიტიკას შეეშვი რა, აქედანვე ჩანს არაა ეს შენი სფერო, პატივისცემას და სიყვარულს დაკარგავ...
ელგუჯა
06 მარტი 2023 14:46
53
გვიმრავლოს შენნაირი სპორტცმენები და მოქალააქეები შოთი !!! მაგარ პატივს გცემ !!!
გიო
06 მარტი 2023 14:36
49
აირცხვილია ამდენი ხნის სიდუხწირის წვალების ბრზოლის შემდეგ ასე უმტკივნეულოდ ისევ რუსეთისკენ რეგრესისკენ მივყავდეთ ხალხსბრომელნიც ჩვენ დავიქირავეთ სამსახური მივეცით და ხელფასებს ვუხდით და ჩვენვე გვაქვს უფლება მოვთხოვოთ ის რაც ქვეყანას სჭირდება და საითაც ამდენი ხანი წვალებით მივდივართ. სულერტია პოლიტიკური პარტიული კუთვნილება. თემატურად ჩვენი უფლება და ვალია ხალხის მოვითხოვოთ რომ შეწყდეს ეს სამასირცხვო რუსეთის ლოკვა
lsd
06 მარტი 2023 14:30
42
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული