50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:
"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
თითქმის
რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მე, იურისტი, რომელიც ვცდილობ შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ დაიცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომელთაც არ აქვთ სახსრები დაიცვან საკუთარი სამართლებრივი უფლებები სასამართლოში და ამისათვის მჭირდება ფინანსები, რომლის მინიმუმ 20%-ის მოპოვებას ვცდილობ ფრანგული გრანტით - თანასწორი უფლებების შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
რუსეთში არ უნდა წავიდნენო ჩვენი ფექხბურთელები, ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და სპორტი ცალკე გამოეყოფა?