50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:
"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
თითქმის
რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
როცა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები გეუბნებიან, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და რუსული "დემოკრატიის" ანალოგია... როცა აშშ-ს კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი გეუბნება, რომ ამ კანონპროექტს არაფერი საერთო არა აქვს ამერიკულ კანონთან... ხოლო როცა რუსეთის დუმის წევრები კმაყოფილებას გამოთქვამენ, ცოტა უნდა დაფიქრდე... ადამიანის თავს ბალიშზე დასადები ფუნქცია არ აკისრია მხოლოდ, იგი აზროვნებისთვისაცაა...
პ.ს. მოკლედ, როცა ამდენი ხალხი გეუბნება "ფეჩი" ხარო, გუგუნი უნდა დაიწყო! გასაგებია?
პ.პ.ს. კიდევ ერთხელ... სრულიად ვეთანხმები შოთის პათოსს!
პ.ს. "გავკარი"-ის ნაცვლად კი იცით რაც უნდა ჩასვათ რომ კაი გემრიელი კახური გამოვიდეს
:)
ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ კანონის მიღებით, საბოლოოდ გეხურება კარი ევროპისკენ და რჩები ჭაობში და იძახეთ ახლა ენჯეო და აგენტებიო. სამ ენჯეოს ვერ ნახავთ, საიტზე და ფეისბუქზევე რომ არ ეწეროს ვინ და რამდენს და რაში უხდის.
ყაველაშვილი რომ გაიძახის ევროპა არ გვინდაო, კითხეთ ერთი, მისი შვილები რატომ არიან შვეიცარიის მოქალაქეები?
აზრზე მოვიდეთ ხალხო, თორე უკან გვრჩება ნაციც, ქოციც, აგენტიც და ყველაფერი, სრულ იზოლაციაში ვიქნებით რუსეთთან ერთად
ჩვენი ხალხის დიდი მინუსი ისაა, რომ ტექსტის წაკითხვა, მისი გააზრება გვეზარება და სხვების ნააზრევს ვიმეორებთ მექანიკურად.
ეხლაც, იმის მიხედვით კი არ ვმსჯელობთ კანონპროექტზე, თუ მასში რა წერია.
ცოტა გამარტივებულად თუ შევაჯამებთ აქაურ კომენტარებს, გამოდის, რომ ვისაც არველაძე მოსწონს, არ მოსწონს კანონპროექტი და ვისაც არველაძე არ მოსწონს, იმას კანონპროექტი მოსწონს. :)
სჯობს, საკუთარი აზრი შეიქმნათ. არც არველაძეა ავტორიტეტი (მით უმეტეს, პოლიტიკაში) და არც ნებისმიერი პარლამენტარი.
მე ხომ მაგ კანონპროექტზე არც კარგი მითქვამს და არც ცუდი. მხოლოდ, გირჩიეთ, რომ წაგეკითხათ და საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი შეგქმნოდათ.
დავიჯერო, არველაძე, კობახიძე, გახარია, მდინარაძე, ხაბეიშვილი, გინდაც ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, თქვენზე მეტად პატრიოტები არიან, ან უკეთ აზროვნებენ?