"კვარაცხელია ღირსეული ქართველია, კალაძე მოღალატეა" - მირო ვანაძემ ომის ფონზე ცნობილი სპორტსმენების ქმედებები შეაფასა

AutoSharing Option
კიევში მცხოვრებმა ბათუმელმა სპორტსმენმა მირო ვანაძემ sportarena-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.

მან "ნაპოლის" ვარსკვლავს პოზიცია მოუწონა, თბილისის მერს კი მოღალატე უწოდა.

ინფორმაციისთვის, ვანაძე ომის დაწყების დღიდან პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე თვეა კი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.

"ხვიჩა კვარაცხელია ღირსეული ქართველია. როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შეუტია, მან "რუბინი" დატოვა და სათამაშოდ ბათუმის "დინამოში" გადავიდა.

ის ძალიან ახალგაზრ
და და ნიჭიერია, ახლა კი "ნაპოლის" ღირსებას იცავს. მისი სახელი "კვარადონა" ყველაფერზე მეტყველებს.

რასაც ხვიჩა ამბობს და აკეთებს, ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება კალაძეს, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და რა პოლიტიკასაც ის ატარებს, ქართველი ხალხის ინტერესებს არ იცავს.

ქართველებმა დასავლეთის გზა აირჩიეს. ვინც კი ამ გზას მხარს არ უჭერს, უბრალოდ მოღალატეა", - ამბობს ვანაძე.

ვანაძემ ალექსანდ უსიკზე, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ვასილი ლომაჩენკოს შესახებაც ისაუბრა.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ
მკითხველის კომენტარები / 80 /
Ucxo qveyanashi shen qartvels ro landzgav kacobis etalonia etyoba
Alex
13 ივნისი 2023 04:40
1
პურის ცხობა გააგრძელე მირო
ჯუბი
06 ივნისი 2023 10:32
2
არ მოეწონებათ რა თქმა უნდა. თანამდებობები უნდათ, ბიუჯეტის თანხების ძარცვა. ეს არის ამ ხალხის მთელი ფილოსოფია. რა უნდა ამის მიხვედრას. სხვა შემთხვევაში კალაძემ რა დაუშავა ან ივანიშვილმა.
გია
01 ივნისი 2023 11:16
24
ჩე გევარასავით რომ დაგიხურია ბერეტი შენ შენი IQ-თი და შემართებით ჩე გევარამდე ვერასდროს ვერ მიხვალ. კარგად მოწყობილ ოთახში რომ ზიხარ და კალაშნიკოვები ჩამოგიმწკრივებია, უფრო კადიროვის "მებრძოლს" ჰგავხარ, პაკაზუხობა რომ უყვართ. სანამ კალაძეზე რამეს იტყოდი პირი ქლორით კარგად გამოირეცხე. აქ ბევრი ვითომ "პატრიოტი" რომ "ლომგულობს" ერთი კითხვა მაქვს: ომი რომ დაიწყოს საქართველოში რამდენი თქვენგანი წავა საომრად და რამდენი დაიმალება ან საერთოდ გაიქცევა? მე პირადად გამოვიარე ომი და მინახია თქვენნაირი "ვაჟკაცები" ომი რომ დაიწყო ისე დაიმალნენ რომ მათი ბურდღაც აღარ იყო
კავკასიური სახლი
01 ივნისი 2023 05:47
24
მოკრივე-ს
მე იარაღით ხელში ვიბრძოდი ჩემი სამშობლოსთვის. ასე რომ ვიცი რაც არის ომი და ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას. თორემ მინახია ისეთებიც ვინც ბრძოლის ხაზზე ერთი დღეც არ გასულან, სამაგიეროდ მარიაჟობდნენ ზურგში
კავკასიური სახლი
05 ივნისი 2023 09:17
1
მე იარაღით ხელში ვიბრძოდი ჩემი სამშობლოსთვის. ასე რომ ვიცი რაც არის ომი და იმიტომაც ვსვამ ამ კითხვას. თორემ მინახია ისეთებიც ვინც ბრძოლის ხაზზე ერთი დღეც არ გასულან, სამაგიეროდ მარიაჟობდნენ ზურგში
მოკრივე-ს
05 ივნისი 2023 09:03
1
ყველა გამოხმაურება
წადი შვილო შენი საქმე აკეთე. ინტერვიუებში მოღალატეს რომ ეძახი ხალხს ეგ არ არის სწორი. დაუდექი პირისპირ და უთხარი ისე რასაც ფიქრობ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ან ტუტუც ჟურნალისტებს ნუ აყვები თორემ დაკაწიწკნიან მაგ კიკინებს.
ჩელენჯერი
01 ივნისი 2023 05:43
12
Აკეთე რა შენი საქმე სპორცმენი ხარ თუ პოლიტიკოსი. კახას არასდროს უთქვავს ნაკრებზე თამაშზე უარი იმ პერიოდშიც კი ძმა რომ გატაცებული ყავდათ მისი და მაქედან ვაფასებ მაგ კაცს პატრიოტია კახა
Tete1234
01 ივნისი 2023 02:36
23
შეგიძლიათ ახსნათ რატომ არის ან კლაძე მოღალატე ან ივანიშვილი, იმიტომ ხომ არა რომ საქართველო ომში არ ჩააბეს, ნახევარი უკრაინა აღარ არსებობს და რამდენი მილიონი ადამიანია დაღუპული ერთმა ღმერთმა იცის მხოლოდ, ათჯერ პატარაა საქართველო უკრაინაზე, ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ პუტინი რომელსაც ეზიზღება ქართველები აქ რას დაატრილებდა, ისე ბევრს თუ ამნეზია არ გაქვთ გაიხსენეთ 2008 წელს 3 დღეში დაგვიმთავრა ომი და მაშინდელი მთავრობის წევრები ერთმანეთს ასწრებდნენ რიგში საზღვარზე, ეხლა წარმოიდგინეთ თავისი ჯიშის ხალხი უკრაინელები არ დაინდო პუტინმა და საქართველოს ხო სრულად მიწასთან გაასწორებდა. სანამ რაღაც უაზრობას დაწერთ ეს ნაციონალების მხარდამჭერები, ჯერ ის გაიაზრეთ რა ბედი ეწევოდა საქართველოს მაგ ომში ჩათრევით ხო და მერე უწოდეთ ხალხს მოღალატეები
მამუკა
01 ივნისი 2023 01:53
25
ჰასანას ასთე აწყობს და.
ჯემალა
01 ივნისი 2023 08:59
4
Შენსავით რომ ეფიქრა დავით აღმაშენებელს დიდგორის ბრძოლას ვერ მოიგებდა! Ეს არის მხდალის, კურდღლის, თავჩახრილის, გაფარჩაკებულის პოზიცია...უბრალოდ ტეხავს ქართველი რო ასე აზროვნებს
Ტტტ
01 ივნისი 2023 07:19
22
56 კომენტარია ამ წუთას და ერთი 3- 4 კაცი მომხვდა თვალში, ვინც მართლა სპორტის მოყვარულია და ვინც ხშირად აკომენტარებს სპორტზე ( აფიქსირებს თავის აზრს) დანარჩენები ტროლები ხართ აბა რა ხართ?
ეხლა სახელის დაწერის რომ გეშინიათ ,როდესაც ეს მთავრობა წავა მოუსვლელეთში, მერე სად შეძვრებით წარმომიდგენია. არადა მალე მოხდება ეს.
დავით 67
31 მაისი 2023 23:00
48
შენ ხარ სპორტის მოყვარული ? ტიპიური აგიტატორი ხარ ))
კახა
01 ივნისი 2023 22:03
4
სახელის დაწერის რომ ეშინოდეს უ
ბრალო კაცს ბერიას და სააკაშვილის ქვეყანაში გასაკვირია?
თარხან ფირანი
01 ივნისი 2023 09:03
6
ყველა გამოხმაურება
ნაცების გზას გაგაყოლებთ მალე ქოცებო. ეს ქვეყანა საქართველოა და ქართველებისაა და არა ქოცების ქვეყანა საქოცეთი, როგორც თქვენ წამოდგენაშია. გაიგეეეთთ??? ეს ქვეყანა პარტიების არ ყოფილა და ვერასოდეს გახდება. რუსებმა და რუსეთუმებმა გაა@@ით აქედან
პ.ს. დაუძახეთ კიდევ ტროლებს თურემ არა საკმარისი კომენტებია სპორტალზე. ვაი თქვენს პატრონს..
G.LA
31 მაისი 2023 21:43
41
ვაი შენს პატრონს, ეს "ზომბირებული" სეკტანტი!!!!
სანდრო
01 ივნისი 2023 18:40
7
ვააა მათლა? ვაიმე ლოგოლ შაგვაშინე? დედიკო, მიშველე ეს ბიძია მემუქლებააა!
G.Las-ს
31 მაისი 2023 23:22
15
es muguzaliga aklda jojoxets
niania
31 მაისი 2023 20:59
10

სიახლეები პოპულარული