რუსეთი და ბელარუსი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე IOC-ის მიწვევას არ მიიღებენ

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, რუსეთის და ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე IOC-ის მიწვევას არ მიიღებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია IOC-ის მიერ რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებებისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით.
IOC აღნიშნავს, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებენ.

"203 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მოწვევა გაეგზავნებათ 2023 წლის 26 ივლისს. აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, მასში არ იქნებიან რუსეთის და ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ასევე გვატემალის ეოკ-ი, რომელსაც შეჩერებული აქვს უფლებამოსილება," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

ტრადიციისამებრ,
ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნები მიწვევას შეჯიბრებების დაწყებამდე ერთი წლით ადრე იღებენ.

XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი უმასპინძლებს.

28 მარტს IOC-ი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ და არც რაიმე კავშირში არიან შეიარაღებულ ძალებთან თუ სამსახურებთან. ასევე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიხვდნრნ ტო ღუ რამე ევრო საბწო გადაუკეტავდა ჟანგბადს და მარტო პუტინის ფულო არ ეყოფოდატ. მაგრამ 24 წლის აგვისტომდე ეს ომი შეიზლება დასრულებულიც იყოს
იმერელი
16 ივლისი 2023 11:26
0
ოლიმპიადა ისეთი დიდი სპორტული მოვლენაა რომ იქ 2024ბის თამაშებზე არანაირი სტატუსით არ უნდა დაუშვან რუსეთის და ბელორუსის მოქალაქე სპოტსმენები არცერთი სტატუსით.
უნდა შეიგნოს ყველამ როგორც სახელმწიფო ასევე პიროვნულ დონეზე რომ ომის გამჩაღებელ ქვეყანას და მის მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ საერთაშორისო ასპარეზზე არცერთ ასპექტში!
ბათუმელი ექსპერტი
15 ივლისი 2023 13:39
2
შენ დაუკარ! ხუხასი რა ხარ, დიდო ექსპერტო?
ბათუმელ ექსპერტას
15 ივლისი 2023 19:07
1
ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა. მექრთამე IOC-ის ნდობა ძნელია.
გიორგი
15 ივლისი 2023 12:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული