"სპორტსმენებზე არის პირდაპირი მითითება, რომ ესა თუ ის მოსაზრება დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა" - ვიქტორ სანიკიძე

AutoSharing Option
დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია.

სანიკიძის განცხადებით, ის სპორტსმენებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ
გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 32 /
ისე რა მესხი,მეტრეველი,ყიფიანი გუცაევი... ეგენი არიან.ადრე წიტელი ინტელიგენცია იყო საყრდენი დაგავლენის ავტორიტეტი, ახლა ესენი,არასამტავრობო პროვოკატორები და ე. წ. ჯენზის თაობა. ყოჩაგ ამერიკას და ევროპას, ასევე რუსეთს [შევარდნაძე...]
eusebio
04 მაისი 2024 15:10
17
ვიქტორ! ამ ევროპის უკანალებს არ მიაქციო ყურადღება!
გიგა
04 მაისი 2024 23:20
19
Ვიქტორ ძმაო რატო იძახი რომ არავის არ გაუკეთებია მოწოდება..., ალბათ გულისხმობ საჯაროდ (იმედია) ჩემო ძმაო და საამაყო ადამიანო... Ჩვენ ყ ელგან ვწერთ და ვაფიქსირებთ იმ აზრს რომ ეს ჩვეულებრივი ზეწოლაა და სტრესის ქვეშმოქცევა, რომ სპორტსმენებმა სპორტზე უნდ აიფიქრონ და დაანებონ თავი, შეეშვან(სპორტსმენებს).. Რაც შეგვილი ვაკეთებ და მეტი არ მიგვიწვდება ხმა, მეტი ეს უკვე თქვენი გასაკეთებელია, ვისაც გენდეთ და ველოდებიით საქართველოსთვის გადადგმულ(და არა პირადი კეთილდღეობის5თვის) ნაბიჯებს, დიდება ღმერთს, მშვიდობა საქართველოს, ნათელი და ჭეშმარიტების შეცნობა ჩვენს ხალხს, ჩვენთან არს ღმერთი!
Არს და იყოს! Ამინ
გ.შ.
04 მაისი 2024 11:44
14
შენა ხარ ბიჭო "კულინარიელი"? ეგ გასწავლეს?((
დიმა
04 მაისი 2024 20:21
5
აბა სვავებო! დაესიეთ როგორც გჩვევიათ. როგორც თქვენს აქციებზე დაწრწრით უთავბოლოდ, ისევე ხართ კომენტარებშიც აჭრილები. მართლა უკვე ტვინი წაიღეთ ამ თქვენი უაზრო აქციებით, ხალხს მოგვაბეზრეთ თავი! გზებს რო კეტავთ და ხალხს აღიზიანებთ, იმასაც ვერ ხვდებით რო ამით უფრო აზიზღებთ თქვენს აქციებს? თქვენ მართლა თავი რამეს ხომ არ მიარტყით? მიდით კაცის მკვლელ ნაცებს დაუწექით და ცოცხები იყარეთ ერთ ადგილას, მეტის ღირსები არც ხართ!
ასეა!
04 მაისი 2024 23:16
13

სიახლეები პოპულარული