სკანდალი ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე - აქვს თუ არა მედროშე ოლგას OnlyFans-ზე განთავსებული თამამი ფოტოები და ვიდეოები?

AutoSharing Option
2024 წლის ოლიმპიადაზე კვიპროსის დელეგაციის ერთ-ერთი მედროშე ელენა კულიჩენკო სკანდალში გაეხვია. ბერძნულმა პორტალმა eReportaz-მა ჩაატარა გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ კვიპროსის ნაციონალურმა კომიტეტმა იცოდა, რომ გოგონას OnlyFans-ზე აქაუნთი ჰქონდა და მისი წაშლაც მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ახალგაზრდა სპორტსმენი წარმოშობით რუსია, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მან მოქალაქეობა შეიცვალა და კვიპროსის სახელით ასპარეზობს. ის  სიმაღლეზე ხტომაში გამოდის და მსოფლიოში შედეგებით ახლა მე-7 ადგილს იკავებს.

კვიპროსის 16-კაციანი დელეგაციიდან მან დროშა სპრინტზე დაბრკოლებაში სირბილში ევროპის ჩემპიონ მილან ტრაიკოვიჩთან ერთად უნდა
გამოიტანოს. 

თავად კულიჩენკომ, ადვოკატების მეშვეობით, განაცხადა, რომ კადრები მისი არ იყო და ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი. მედიასაშუალების ცნობით, მას არ უცდია ანგარიშის წაშლა და არც პოლიციას დაუკავშირდა. ინფორმაციისთვის, აქაუნთზე არის სამი ვიდეო და 75 ფოტო.

სპორტსმენი თავისმა ძმამ, ვლადიმირმა დაიცვა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოსული ყალბი ამბავია, რათა მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედონ. ჩემს დას არასდროს არანაირი აქაუნთი არ ჰქონია და შესაბამისად, წასაშლელადაც არავინ დაკავშირებია.

პრინციპში, ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი ვითარებაა, რომელიც პროპორციულად ააფეთქეს. ოლიმპიადაზე გამოსვლამდე მხოლოდ ერთი კვირა რჩება და, ბუნებრივია, აქ ძალიან გადამწყვეტია ფსიქოლოგიური მომენტი. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, მაგრამ მთავარი კონკურენტი იმ დისციპლინაში, სადაც ელენა გამოვა, უკრაინის მოქალაქე მაგუჩიხია, რომელიც რუს სპორტსმენებს ეწინააღმდეგება. მისი გამარჯვება დასავლეთისთვის იმიჯის მომენტია.

მაინტერესებდა, იყო თუ არა მართლაც რაიმე აქაუნთი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ანუ ყველაფერი მოგონილია, უბრალოდ ყალბი ამბავია, რომელიც მთელ ინტერნეტში გავრცელდა. ვინმე სარგებლობს ამით?!

ოლგას შესახებ დაწერეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, რომ ის არის "რუსი ოლიგარქის ქალიშვილი", რომ "ადვოკატები უკვე რაღაცაზე კამათობენ", რომ "რუსმა სპორტსმენმა უარი თქვა მოქალაქეობაზე". ეს არ არის სიმართლე. მთელი ჩვენი ოჯახი რუსეთშია, ასე რომ, ჩემს დას აქვს შესაძლებლობა, იასპარეზოს სხვა ქვეყანაში და ის ამას აკეთებს", - თქვა სპორტსმენის ძმამ. 

პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ოფიციალური გახსნითი ცერემონია ხვალ გაიმართება და ვნახოთ, წარადგენს თუ არა კვიპროსის დროშას კულიჩენკო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გადასარევი არა @ რას დაათრევენ ამ რუს ბანძოჩკებს იქით აქეთ
Brad Pitt
21:33 25-07-2024
3
თქვე კრეტინებო, ფრენბურთელ გოგონებს ოფიციალურად ევალებათ გახდილებმა ითამაშონ მილიარდობით მაყურებლის წინაშე (ფორმაა ასეთი მათთვის დამტკიცებული) და ამ გოგონას თამამი სურათი გაგიკვირდათ?
ჟორა გაბრიჭიძე
18:05 25-07-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული