"ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე" - ილია თოფურია

AutoSharing Option
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

"ჩემი მკა­ფიო მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა იმ პრო­ტეს­ტან­ტის მი­მართ, ვინც ჩვენს უფ­ლე­ბებ­სა და ამ­ბი­ცი­ებს იცავს. ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე. მრცხვენია იმის ნახ­ვა, თუ რო­გორ ექ­ცე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლებს. ამას თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ჰქვია.

ჩვენ გვინ­და უკე­თე­სი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი გზა ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, რად­გან ეს ყვე­ლა მოქალაქისთვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პროგ­რე­სის მომავალია. ერ­თად უნდა ვიბ­რძო­ლოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - წერს ილია
თო­ფუ­რია სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ილია საქართველოში პატივს გცემენ და სანამ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებ ჯერ კარგად უნდა გაერკვე ვითარებაში, მოდას ნუ ხართ აყოლილები, ერთმა თქვა და ათმა გაიმეორა ერთი დ იგივე სისულელე, ევროკავშირმა თავად შეაჩერა მოლაპარაკებები სამი მოთხოვნის პასუხად 1. გაიწვიე უკან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. 2. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის უკან გაწვევა. 3. სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვნა, რაც ფაქტიურად განთავისუფლებას ნიშნავს, ხო და ეს სამივე მოთხოვნები შეარულეთ ჯერო და მერე გავხსნათ მოლაპარაკებებიო. ნაციონალების გარდა კიდევ ვინ ხართ ამ მოთხოვნებზე წამსვლელი? 30 წელიწადია ახვეწნინებენ თურქეთს და ამასობაში კი გადაასწრო ბევრ ევროპულ ქვეყანას ეკონონიკური თვალსაზრისით. ასე რომ სანამ ბრძნულ აზრებს დააფრქვევთ ჯერ გაერკვიეთ სათანადოდ
მამუკა
23:36 02-12-2024
3
თუ შესაძლებელია ამ სიგიჟეზე რაიმეს თქმა და ანალიზი,არ ვიცი და მაინც,ვცადოთ:) ეს მოვლენელი არის კომბინირებული თამაში ხელისუფლების და ოპოზიციის მხირდან,რაც ემსახურება ფულის მოქაფვას და ადამიანების ყურადღების გადატანას. არჩევნების მერე იყო აქციები,მარა მცირე რიცხოვანი და მალევე დაიშალა ანუ ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა აღარ ქონდა და უცებ მაშველ რგოლად კობახიძე მოევლინათ,თქვა ის რაც თქვა და რატომ ქნა ეს ლოგიკას მოკლებულია. გააკეთე განაცხადი მოლაპარაკებებზე და თუ უარს გეტყვიან,შენი ბრალი ხო არ იქნება? მიზეზსაც ხომ გეტყვიან,ამიტომ და ამიტომ გეუბნებით უარს,ხოდა იქ რო ხალხი ნახავს მიშას გათავისუფლებას,ლგბტ+ პროპაგანდის მხარდაჭერას ან გამჭვირვალობის კანონი გაუქმებას,ამას მხარს აღარავინ დაუჭერს და მართალი იქნები.თუმცა შენ გამოდიხარ და აბრეხებ ასეთ რამეს,შეგნებულად აყვირებ ხალხს და ცდილობ ბუნტის იმიტაცია შექმნა ქვეყანაში,რატომ უნდა აკეთებდნენ ამას? ჩემი მოკრძალებული აზრით,ძირითადი თემებიდან ყურადღების გადატანა და წილების განაწილება რო შეძლონ მშვიდად. არავის ეგონოს რო ხელისუფლება მარტი არის ამ ამბავში,ოპოზიციაც მათთან შეკრულია და ერთად აბრმავებენ ხალხს.ამის დანახვა ძნელი არ არის,თუ დაუკვირდები და გაიხსენებ იმას რო თუ უჭირს ოპოზიციას ეხმარება ხელისუფლება და პირიქით.რამდენი აქცია გვინახავს ნაცეთის მიერ დაშლილი,როცა ხელისუფლებას უჭირდა და სამაშველო რგოლი გადაუგდიათ ოპოზიციიდან? ამაშია საქმე და ეს პროცესებიც იგივეა. ეს ყველაფერი ვიცით ყველამ და წყალი არ გაუვა,ორივე მხარე მტკვარს არის გასატანებელი,თუმცა სხვა პოლიტიკური ძალა ჰორიზონტზე არ ჩანს,ამასაც ეს ორი მხარე(სინამდვილეში ერთი) უზრუნველყოფს და ახალი ძალა არ არის არსად. ყველაზე სამწუხარო ის არის,რომ ხალხი ვერ ან არ ხვდება ამას,მაინც ამ ხალხის დღის წესრიგით მოქმედებს და მერე ის უკვირს,რატომ ხდება ასე. იმის არ იყოს,ბანკებმა ტყავი გაგვაძროოო და არცევნებზე ხაზარაძე შემოხაზეს. დავუბრუნდეთ ისევ თემას და ვთქვათ შემდეგი,არანაირ პროცესებში არ უნდა მიიღო მონაწილეობა,არც პოზიციის და არც ოპოზიციის დაკრულზე არ უნდა იცეკვო. არჩევნებზე უნდა მიხვიდე,რეგისტრაცია გაიაროთ და გადახიო ბიულეტენი,ეს უნდა მოხდეს მასიურად,რათა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდეს წარმოდგენილი კანდიდატების ლეგიტიმაცია. ან არის მეორე ვარიანტი,გადატრიალება და სისხლის დაღვრა,სადაც ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას და 33 წლის მანძილზე პოლიტიკაში მყოფ ყველა ადამიანს საჯაროდ დახვრიტავს. ასე გაიწმინდება ეს სივრცე და დამთავრდება ეს კომედია რაც 33 წელია გვაქვს. ამ ყველაფრის მოხდენის ალბათობა მცირეა,რადგან ამ ხალხის იმედი მტერს ქონდეს,თუნდაც აქაც გამოჩნდებიან ისეთები,ვინც ან ერთს ან მეორე მხარეს დაიცავენ. რაც შეეხება ამ თოფურიას,ის არის საჯარო პირი და სასპონსორო ხელშეკრულებები აქვს სხვადასხვა კომპანიებთან,მათ შორის საქართველოში.შესაძლოა იმ ხელშეკრულებაში არის პუნქტი,რაც ავალდებულებს ამის თქმას და ამბობს. აშკარაა,დებილი არ არის და არც უტვინო,მაშინ რატომ უნდა აკეთებდეს ამგვარ,არაინფორმირებულ განცხადებებს? ყველაზე სწორი პოზიცია არის ის რაც მე მიჭირავს(ჩემი შეხედულებით),არცერთ მხარეს არ დავუდგები გვერდზე და არ გავხდები მხარე. მე საქართველოს მხარეს ვარ და ვიქნები ყოვლეთვის,არცერთი მხარე საქართველოსთვის არ იბრძვის,ეს ცხადზე უცხადესია. გასაგებია,კი ვართ ასეთი ხალხი მამონტებივით გადაშენების პირას,მარა არ გადავშენდებით მაინც და ერთ დღესაც დავიბრუნებთ ამ ქვეყანას ამ ქოცნაცური გიჟებისგან.

კომენტარები კი ცალკე სიგიჟეა,ვისთვის და რისთვის გძულთ ან ებრძვით ერთმანეთს? ყველაზე მეტად იასონას კომენტარი მომეწონა,თუმცა ისიც სუბიექტურია და ერთს ვურჩევდი,სწორი პოზიციასთან ახლოს ხარ ჯიგარო,მარა გარკვეულწილად მხარეს ირჩევ,რაც არ არის სწორი. ამ საგიჟეთში იყო მხარე ნიშნავს იყო გიჟი და კომენტარებში სწორედ ეს არის. იასონ,შენი შველა შესაძლებელია და თუ ამას წაიკითხავ,გაიზრებ და სწორ დასკვნებს გამოიტან,დაინახავ რას ან რატომგეუბნებით.
პარმენ ჯაში
21:37 02-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული