,,ჩვენ გვქონდა საჭადრაკო ოლიმპიადის ძალიან ეფექტური გახსნა და გასული 2 კვირის განმავლობაში ბათუმში იყო საჭადრაკო ზეიმი. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ის ხაზს უსვამდა ჩვენი ქალაქის, როგორც საერთაშორისო ქალაქის მნიშვნელობას. ჩემმა წინა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ სტუმრები. საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა.
თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ
ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იყოს არიდებული - ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია,“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე და ერთიანი საქართველოს რუკა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გადასცა.
interpressnews.ge