სხვა

ჭადრაკი

ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!

AutoSharing Option
ქართველი მოჭადრაკე, ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პირველი ნომერი ნანა ძაგნიძე (2509) ლოზანაში გამართული მსოფლიო ქალთა გრან პრის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ლოზანაში პლანეტის საუკეთესო 12 ქალი მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი და სასიხარულოა, რომ ქართველმა გოგონამ ასეთ მნიშვნელოვან და რთულ შეჯიბრებაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ძაგნიძე ბოლო შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერს, რუს ალექსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდა და სასურველი ფრე დააფიქსირა.

მომზადებულია facebook.com/georgianchess/-ის მიხედვით