ნანა ძაგნიძემ კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
ქართული ჭადრაკის ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძემ ჩინეთის ვენჩჟოუში გამართულ ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ტან ჩჟუნი დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა!

მატჩი "სინ ციაოს თასის" ფარგლებში გაიმართა და ოთხი კლასიკური პარტიისგან შედგებოდა. ქართველმა მოჭადრაკემ პირველი ორი პარტია ყაიმით დაასრულა, ხოლო შემდეგ ორ პარტიაში უშანსოდ დაჯაბნა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ნანამ საკუთარ რეიტინგს 10,8 (!) ქულაც შემატა.

ამავე თასის გათამაშების ფარგლებში გაიმართა მატჩი ჩინელ დინ ლიჟენსა და მსოფლიოს ექსჩემპიონ ვესელინ ტოპალოვს შორის, რომელიც ჩინელი დიდოსტატის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

მომზადებულია Gcf.org.ge-ს მიხედვით


altნანა ძაგნიძე: 2017 წელი ჩემს კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა

altნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ნანა,ეს ფსიოლოგიურადაც ძალიან გააძლიერებს.
სოსო
13:50 15-08-2018
0

სიახლეები პოპულარული