სხვა

ჭადრაკი

4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში

AutoSharing Option
ბაადურ ჯობავა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე სწრაფ ჭადრაკში წარმატებით ასპარეზობს!

მეორე სათამაშო დღეს 4 ტური გაიმართა და ჯობავას ყველა პარტიაში უძლიერეს მეტოქეებთან მოუწია თამაში.

მისი მეტოქეები იყვნენ: მსოფლიო ჩემპიონი ყველა საჭადრაკო დისციპლინაში მაგნუს კარლსენი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იან ნეპომნიაში და რუსეთის ნაკრების წევრები, ალექსანდრ გრიშუკი და ვლადიმირ ფედოსეევი.

ჯობავამ ყველა პარტია დაძაბულ ბრძოლაში ყაიმით დაასრულა და მყარად ინარჩუნებს ადგილს ლიდერთა ექვსეულში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

altქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს