ქართველი დიდოსტატი მე-4 წრეში მსოფლიო კლასიფიკაციით მერვე ადგილზე მყოფ ვესლი სოსთან დამარცხდა
ქართველ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას (2702) მსოფლიოს თასის გათამაშებებში არაერთხელ უცდია ძალები, მაგრამ მესამე რაუნდს არ გასცილებია. თბილისში კი მან ეს ბარიერი დაძლია და მე-4 წრეში მსოფლიო კლასიფიკაციით მერვე ადგილზე მყოფ ვესლი სოს (აშშ, 2792) დაუპირისპირდა.

როგორც ვწერდით, ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა. უძლიერესის გამოსავლენად გუშინ ტაიბრეიკი დაინიშნა. პირველი 25-წუთიანი პარტია თეთრებით სომ 66-ე სვლაზე მოიგო, მეორეში 41-ე სვლაზე დაუზავდა ქართველ მეტოქეს, მატჩში გაიმარჯვა 2.5:1.5 და მეოთხედფინალში გავიდა.

გუშინ კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა: ტაიბრეიკებში პიოტრ სვიდლერმა (რუსეთი, 2756) ბუ სიანჭს (ჩინეთი, 2714) მოუგო 3:1. დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დასრულდა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2804)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2788) 3.5:2.5, რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2675)-ევგენი ნაიერი (რუსეთი, 2694) 2.5:1.5, მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი, 2695)-ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი, 2731) 1:3.

წინა დღის სამი ორთაბრძოლის ანგარიშები ასეთია: ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2727)-ანიშ გირი (ჰოლანდია, 2777) 1.5:0.5, დანიილ დუბოვი (რუსეთი, 2666)-ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802) 0.5:1.5, დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2771)-ვან ჩაო (ჩინეთი, 2701) 1.5:0.5.

1/4-ფინალი: სვიდლერი-ვაშიე-ლაგრავი; ივანჩუკი-არონიანი; სო-ფედოსეევი; რაპორტი-დინ ლიჟენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში