ქალთა ნაკრებმა 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი მოიპოვა

AutoSharing Option
9 აგვისტოს მსოფლიოს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ბოლო ტურში გათამაშების ლიდერი, ინდოეთის მთავარი გუნდი, ამერიკასთან 1:3 დამარცხდა, უკრაინამ და საქართველომ კი საკუთარი შეხვედრები 3:1 (ორივემ) მოიგეს და პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს.

აღსანიშნავია, რომ ნინო ბაციაშვილმა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ნინომ ფინიშზე შესანიშნავად იასპარეზა და ბოლო ოთხ ტურში 4 გამარჯვება მოიპოვა.

ინფორმაცია აღებულია ჭადრაკის ფედერაციის "ფეისბუქგვერდიდან"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟორა გაბრიჭიძეს!

ქართველი ქალები მინიმუმ 50 წელია მსოფლიო ლიდერები არიან. დაიწყო ნონა გაფრინდაშვილმა (მსოფიოს 5 გზის ჩემპიონი 1962-1978წ), გააგრძელა მაი ჩიბურდაიძემ(მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი 1978-1991წ) და შემდეგ მოყვნენ ნაკრების შემადგენლობაში ალექსანდრია, გურიელი და მრავალი სხვა დიდუსტატები. ქართველი ქალების ფენომენი მთელ მსოფლიოში ცნობილია უკვე დიდი ხანია და ეს ახალი ამბავი არ არის. 30 წელი ქართველი ქალები არავის უთმობდნენ მსოფლიოს ჩემპიონობას და თუ ეს ვინმემ არ იცოდა მოულოდნელია ჩემთვის. ასევე ბევრი ევროპის და მსოფლიო ოლიპიის გამარჯვებულები და პრიზიორები. ჩვენ გვყავდა და გვყავს განუმეორებელი ქალი მოჭადრაკეები. ასე რომ ბატონო ჯორა გაბრიჭიძე ჩვენი ქალები დიდი საჭადრაკო სკოლის წარმომადგენლები არიან და არა პატარა ერის წარმომადგენლები. ასე მოიხსენიებენ მათ ყველანი ვინც ჭადრაკში ოდნავ ერკვევა მსოფლიოში.
G.LA
10 აგვისტო 2022 22:53
1
ყოჩაღ ქალებო!!ვამაყობ თქვენით!!
ბექა
10 აგვისტო 2022 21:58
0
გამოდის, რომ ქართველი მოჭადრაკე ქალები არაფრად დაგიდევენ, რომ მცირე ერის ნაკრებია. ყველამ და ყველაფერში მივბაძოთ მოჭადრაკეე ქალებს.
ჟორა გაბრიჭიძე
10 აგვისტო 2022 18:09
0

სიახლეები პოპულარული