14:57 15-02-2018
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
AutoSharing Option
წიკლაურმა გიგანტუს სლალომში იასპარეზა და საბოლოოდ 74 სპორტსმენს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. აქედან 21-მა მოთხილამურემ დისციპლინა ვერ დაასრულა.
პირველ ცდაზე ქართველმა სპორტსმენმა მანძილი 1:20:02 წუთში დაფარა. ამ მაჩვენებლით ის 51-ე ადგილზე განთავსდა, თუმცა მეორე ცდაზე წიკლაურმა დრო გააუმჯობესა და დისტანციის გავლას 1:16:91 წუთი მოანდომა. საერთო ჯამში, ნინომ 2:36:91 წუთი აჩვენა და როგორც უკვე გითხარით, 46-ე ადგილი დაიკავა.
ქალებს შორის გიგანტურ სლალომში გამარჯვებული ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში, ორივე დისტანცია 2:20:02 წუთში დაფარა.
რაც შეეხება ასპარეზობას სლალომში, რომელიც ორი დღის წინ უნდა გამართულიყო და რამდენჯერმე გადაიდო, ნინო წიკლაური შეჯიბრებაში 16 თებერვალს, ჩვენი 05:00 საათიდან ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ წიკლაური მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე გავიდა. პირველი კი გიორგი პოღოსიანი გახდა, რომელმაც ციგაობაში 32-ე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ნინო გაგვახარე და ღმერთმა გაგახაროს. იმედია შემდეგში უფრო მაღალ წარმატებებს მოგილოცავთ.
2
0
ყოჩაღ ნინო, გილოცავ, შემდგომში ათეული და სულაც საპრიზო ადგილი მოგველოცოს.
2
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული