პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ვაჟთა სლალომში ქართველმა მოთხილამურემ 28-ე ადგილი დაიკავა. 108 სპორტსმენს შორის იასონ აბრამაშვილმა 74-ე ნომრით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიდაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. იგი პირველი ქართველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც ოთხ ოლიმპიადაზე ზედიზედ იასპარეზა. ბოლო, სოჭის ოლიმპიადაზე მან 22-ე ადგილი დაიკავა.

იასონ აბრამაშვილი: "დღევანდელმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. 108 სპორტსმენი ასპარეზობდა და 28-ე ადგილი დავიკავე. ცუდი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის უკეთესი შედეგი გვინდა იყოს ხოლმე, თან შეიძლებოდა უკეთესადაც. გარისკვის შედეგად რამდენიმე ადგილით წინ ვიქნებოდი, მაგრამ გამოვარდნის ალბათობა უფრო დიდი იქნებოდა, რადგან საკმაოდ რთული ტრასა იყო ორივე ცდაში. ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე და დაშვების დროს 70-80 პროცენტით გავრისკე. მგონი, არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. დანარჩენი გულშემატკივრებმა შეაფასონ. ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ძლიერდება და ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება, ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ".

იასონ აბრამაშვილი 1988 წელს ბაკურიანში დაიბადა. საქართველოს სამთო-სათხილამური ნაკრებში იგი 1999 წლიდან ირიცხება. 2003 წლიდან გამოდის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე, სადაც მან არაერთი პრიზი და გამარჯვება მოიპოვა.

ასევე, 2005-17 წწ. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს 6 ჩემპიონატში. 2017 წლიდან აბრამაშვილი ვარჯიშობს ავსტრიელ მწვრთნელთან, ვალტერ ჰუბმანთან. ჰუბმანი სხვადასხვა წელს იყო ხორვატიის, ბულგარეთის, ავსტრიის სამთო-სათხილამურო ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. მას არაერთ ტიტულოვან სპორტსმენთან აქვს ნამუშევარი, მათ შორის, ოლიმპიურ ჩემპიონებთან და მსოფლიო თასის მფლობელებთან, ჰერმან მაიერთან და ივიცა კოსტელიჩთან.

ქართველ სპორტსმენთან ის საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის მოწვევით წლების განმავლობაში მუშაობს. ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში ქართველი მოთხილამურეები უნგრელ სპორტსმენებთან ერთად ევროპის ცნობილ კურორტებზე (მყინვარებზე) გადიოდნენ წვრთნებს.

ვალტერ ჰუბმანის დამსახურებაა, რომ იასონ აბრამაშვილი 2017-18 წლების სეზონზე თითქმის FIS-ის ყველა შეჯიბრზე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში იყო. 16 იანვარს ზაგრებში იასონმა FIS-ის შეჯიბრზე, სადაც მაღალრეიტინგიანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ, მეორე ადგილი დაიკავა.

ასევე აღსანიშნავია ქალთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრის, ნინო წიკლაურის შედეგების გაუმჯობესება წინა ოლიმპიადებთან შედარებით. პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურმა 39-ე ადგილი დაიკავა ქალთა სლალომში.

ნინოსთვის წლევანდელი ოლიმპიადა რიგით მესამეა. იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც ზამთრის სპორტის სახეობების ნაკრებებში ათეულობით სპორტსმენი ჰყავთ წარმოდგენილი, საქართველოსთვის 28-ე ადგილის დაკავება ბოლო წლების თავდაუზოგავი შრომის და არჩეული ტაქტიკის წარმატებული შედეგია.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციას ამ მნიშვნელოვან საქმეში მხარში უდგას კომპანია "სილქნეტი". ეს მხარდაჭერა მიზნად ისახავს სათხილამურო სპორტის სახეობების განვითარებას და მის პოპულარიზაციას, ასევე, სპორტული სკოლების საქართველოს თასზე ასპარეზობას.

ვულოცავთ იასონს პიონჩანგის შედეგს!

კომპანია "სილქნეტისთვის" მნიშვნელოვანია თითოეული სპორტსმენის მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე, ახალი გამოცდილების მიღება, წარმატებული შედეგის ჩვენება და ქულების გაუმჯობესება.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
ბენიაიძე და აბრამაშვილი გიგანტურ სლალომში ასპარეზობას გამოეთიშნენ [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ქართველების გამოსვლის განრიგი
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები სოჭში 4 თებერვალს გაემგზავრებიან
ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი - ფრანგ მონაწილეს გამოსვლის დროს მკერდი გამოუჩნდა [VIDEO+PHOTO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა [VIDEO]
სამთო თხილამურები: იასონ აბრამაშვილის ოქროები
ზამთრის ოლიმპიადა 2018: იასონ აბრამაშვილმა სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა
მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 24-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
ზამთრის ოლიმპიადა 2018: აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში დისტანცია ვერ დაასრულა [VIDEO]
იასონ აბრამიშვილმა ერზრუმში ღია ჩემპიონატზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს დელეგაციის გამოსვლა ოლიმპიადის გახსნაზე [VIDEO]