ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 თებერვალს სამხრეთ კორეაში, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოთხილამურე ნინო წიკლაური გამოვიდა.

წიკლაურმა გიგანტუს სლალომში იასპარეზა და საბოლოოდ 74 სპორტსმენს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. აქედან 21-მა მოთხილამურემ დისციპლინა ვერ დაასრულა.

პირველ ცდაზე ქართველმა სპორტსმენმა მანძილი 1:20:02 წუთში დაფარა. ამ მაჩვენებლით ის 51-ე ადგილზე განთავსდა, თუმცა მეორე ცდაზე წიკლაურმა დრო გააუმჯობესა და დისტანციის გავლას 1:16:91 წუთი მოანდომა. საერთო ჯამში, ნინომ 2:36:91 წუთი აჩვენა და როგორც უკვე გითხარით, 46-ე ადგილი დაიკავა.

ქალებს შორის გიგანტურ სლალომში გამარჯვებული ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა, რომელმაც საერთო
ჯამში, ორივე დისტანცია 2:20:02 წუთში დაფარა.

რაც შეეხება ასპარეზობას სლალომში, რომელიც ორი დღის წინ უნდა გამართულიყო და რამდენჯერმე გადაიდო, ნინო წიკლაური შეჯიბრებაში 16 თებერვალს, ჩვენი 05:00 საათიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ წიკლაური მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე გავიდა. პირველი კი გიორგი პოღოსიანი გახდა, რომელმაც ციგაობაში 32-ე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნინო გაგვახარე და ღმერთმა გაგახაროს. იმედია შემდეგში უფრო მაღალ წარმატებებს მოგილოცავთ.
გაიოზ გოშაძე
16 თებერვალი 2018 09:55
0
ყოჩაღ ნინო, გილოცავ, შემდგომში ათეული და სულაც საპრიზო ადგილი მოგველოცოს.
gizog
16 თებერვალი 2018 09:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული