ევროპირველობის მნიშვნელოვან მატჩში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურის ცენტრალური მატჩში გერმანიას 9:7 მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 5:2, პირველი ტაიმი კი 5:3 მოიგო.

მესამე პერიოდში გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლოს ჩვენმა გუნდმა გაიტანა და დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიში 6:5 გახდა.

მეოთხე პერიოდში ჩვენმა გუნდმა დაჯაბნა მოწინააღმდეგე და საბოლოოდ 9:7 სძლია.

13 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას უმასპინძლებს. შეხვედრა 10:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ უფრო ადრე დაენიშნათ თამაში
გია
22:37 12-10-2019
1
მერე მყურებელი რატო არ დადისო 10.30 რა არის მართლა
ზორბეგი
00:40 13-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული