საქართველოს ნაკრები 2020-წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნული გუნდი დაამარცხა (24:7) და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ჩომახიძის მიერ გაწვრთნილი გუნდისათვის, 2020 წელს ბუდაპეშტში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მე-4 იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საუკთესო შედეგი 2014 წელს აჩვენა და მე-12 ადგილი დაიკავა. 2016-ში მე-14 ადგილზე გავედით, 2018 წელს კი, მე-13-ზე.


მომზადებულია facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ თქვენ!
წარმატებებს გისურვებთ მომავალ მატჩებში და ტურნირებში!
ლადო
13:55 13-10-2019
0
აუზები არ გვაქვს და რა დღეში ვართ და ამ ბედოვლათებმა,რომ ააშენონ ბათუმში,ქუთაისში,ფოთში,იგივე ანაკლიაში,რას ვიზამთ,გილოცავთ ყველას ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ხუმრობა ხომარაა,ჰო აუზში წყალი უნდა ჩაასხან აუცილებელი პირობით,სესიაშვილები და მისთანები სახლებში,რომ აკეთებენ აუზებს და მერე ბიძინას უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ,ააშენეთ ხალხისათვის,საწყლოსნო კომპლექსები,ხალხიც ივლის ჩემპიონატები ჩატარდება,ჩემპიონები გვეყოლება,იმედი ვიქონიოთ წინსვლა გვექნება ისე ბოდიში მარა სპორტის კულტურის და ასე შემდეგ სამინისტრო,რომ გაუქმდეს აჯობებს მგონია და პირდაპირ ფედერაციებთან ჰქონდეს საქმე მთავრობას არ ჯობია ვითომ?
გოჩა
02:47 14-10-2019
0

სიახლეები პოპულარული