საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მეოთხედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ რუსეთთან 13:14 დამარცხდა. ჩვენი გუნდი 4 ბურთითაც აგებდა, შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯმა მეტოქის სასარგებლოდ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ არბიტრის "შეცდომების" გამო უკმაყოფილება გამოხატა, რის გამოც გააფრთხილეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან საქართველოს "პირველ არხთან" საუბარში მსაჯობაზე დიპლომატიურად, მინიშნებით ისაუბრა.
"არაფერი არ აკლდა იმას, რომ 8 გუნდში შევსულიყავით. ბიჭებმა ძალიან მაგ
რად ითამაშეს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა რაღაც ნაკლები შეცდომების დაშვება, მაგრამ ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. გუნდმა დადო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო და აჩვენა, რომ 8 გუნდში ყოფნის ღირსი იყო.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა, თუმცა ვამაყობ შედეგით და ვამაყობ გუნდით. მსაჯობაზე კომენტარს არავითარი აზრი არა აქვს. ჩემი აზრით, ზოგადად საზოგადოება, საწყალბურთო სამყარო მზად არ იყო იმისათვის, რათა საქართველოს ნაკრები 8 გუნდში ეხილა".
ისედაც ვიცით , რომ თუ გვინდა წარმწტებას მივაღწიოთ უნდა ვაჯობოთ მსაჯებსაც და მოწინააღმდეგესაც .
მადლობა ბიჭებს , მეტიც შეეძლოთ .