ბუდაპეშტში წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია 14:10 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გოლები ვაპენსკიმ (4), სარიჩმა (4), შუშიაშვილმა (2), იელაჩამ (2), ბითაძემ (1) და ადეიშვილმა (1) გაიტანეს.
ჯგუფიდან გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები - მერვედფინალში და საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
დეიან სტანოევიჩის გუნდი 23 ივნისს მონტენეგროს დაუპირისპირდება, 25 ივნისს კი - უნგრეთს.
უდიდესი წარმატებაა და არაფერი დაშავდა, გუნდში რამდენიმე ნატურალიზებული სპორტსმენი რომ გვყავს.
(ისე, ამ გაგანია იმის დროს კაცი რომ ვაგნერს დაირქმევს...Z-იც მიგეხატა ბარემ.)