24 ივნისს ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა ცოტნე მაჭავარიანმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქართველმა სპორტსმენებმა სპორტულ პისტოლეტში შერეულ წყვილთა თანრიგში 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
პირველ ადგილზე 89.6 ქულით რუსი წყვილი გავიდა, მეორეზე ლატვიელები 88.2 ქულით გავიდნენ.