ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს

AutoSharing Option
სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს, ცხრა ოლიმპიადის მონაწილეს, ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა სპეციალური ჯილდო გადასცა.

კვიპროსში გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის არჩევნები, სადაც იმყოფებოდნენ სეოკ-ის და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ იმნაიშვილი. კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ალექსანდრე რატნერი.

გამოსამშვიდობებელ საღამოზე ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს ცხრა ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის და აბსოლუტური რეკორდისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა.

ეროვნულ ფედერაციაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო
გადაეცა თამაზ იმნაიშვილს. საქართველოში სროლის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდა საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაცია.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ფინალურ ზონაშია

altნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული