ხვალ, 30 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს დატვირთული დღე ექნება. ძიუდოისტთა კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანის უმედლოდ დარჩენის შემდეგ გულდაწყვეტილ გულშემატკივრებს წარმატების იმედი აქვთ.

ძიუდო - გურამ თუშიშვილი (+100)

ძიუდოში საქმეში ბოლო, მძიმე(+100) წონითი კატეგორია ჩაერთვება, სადაც გურამ თუშიშვილი მონაწილეობს. 26 წლის ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება, თუმცა ამ წონას ძალიან გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და ეს ფრანგი ტედი რინერია. მის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ წინა ორი ოლიმპიადის გამარჯვებულია.

ასპარეზობა 30 ივლისსაც, ტრადიციულად, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება, ქართველ ძიუდოისტს კი გამოსვლა მეცხრე ორთაბრძოლაში უწევს. ასე რომ, თუშიშვილს დაახლოებით 06:40 საათზე ველით.

გურამი პირველ წრეში ისვენებს, შემდეგ კი კუბელ ენდი გრანდას ან ტაჯიკ თემურ რახიმოვს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში თუშიშვილს სერიოზული მოწინააღმდეგე ელის - ბრაზილიელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რაფაელ სილვა, რა თქმა უნდა, თუკი ის მერვედფინალური ბარიერის გადალახვას აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან ან პოლონელ მაციეჟ სარნაცკთან მოახერხებს.

აი, ნახევარფინალში კი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ტედი რინერი უნდა იყოს, თუკი მანამდე რუსმა ტამერლან ბაშაევმა სენსაცია არ შემოგვთავაზა. იქნებ სწორედ თუშიშვილია ის სპორტსმენი, ფრანგის წარმოუდგენელ ჰეგემონიას რომ დაამხობს?!

ბადის მეორე მხარესაა მასპინძელი ჰისაიოსი ჰარასავა, რომელიც ფინალში გასვლის მთავარი კანდიდატია. იაპონელები, რომლებსაც უკვე 5 ოქროს მედალი აქვთ (მათ მხოლოდ ლაშა ბექაური შეეცილა), მძიმე წონაში ფავორიტები ნაკლებად არიან, მაგრამ...

კრივი - ესკერხან მადიევი

ესკერხან მადიევი მშვენივრად გამოიყურება - ორ მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით მონაწილე ლოურენს სოტომაიორ კოლასოსა და უგანდელ შადირი ბვოგს დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალისთვის იბრძვის.

ქართველ მოკრივეს გამოსვლა თბილისის დროით 13:15 საათის შემდეგ მოუწევს და მისი მეტოქე ძალიან გამოცდილი რუსი, მსოფლიო ჩემპიონი ანდრეი ზამკავოია. 23 წლის სპორტსმენს შეუძლია მცირე სასწაული შემოგვთავაზოს.

ტყვიის სროლა - ნინო სალუქვაძე

თბილისის დროით 04:00 საათზე ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, მე-9 ოლიმპიადის მონაწილე და 3-გზის მედალოსანი ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა. სალუქვაძე პირველი დღის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა, ფინალში კი რვა საუკეთესო გადის.

იმედია, სალუქვაძე გადამწყვეტ ეტაპზე იასპარეზებს, ის კი 09:00 საათზე (ჩვენი დროით) აიღებს სტარტს.

მძლეოსნობა - სოფიკო შათირიშვილი

14:25 საათიდან კი ქართველ სპორტსმენს ბირთვის კვრაშიც ვიხილავთ. ასპარეზობაში მძლეოსანი სოფიკო შათირიშვილი ჩაერთვება და იმედია, წარმატებული გამოსვლა ექნება.

უახლოეს დღეებში ბირთვის კვრაში საქართველოს ღირსებას მძლეოსნები: გიორგი მუჯარიძე, ბაჩანა ხორავა და ბესიკ აბრამიანიც დაიცავენ.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით - ლაშა ბექაური (-90) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) კი ფინალში დამარცხდნენ.

ზურა
თუ 4 მედალი გქონდა ნაწინასწარმეტყველები, მხოლოდ თუშიშვილის იმედზე რატომ ხარ? ტალახაძე ჩამოწერე?
rable
ფინალი -თუშიშვილი - ხამო
ჟორა გაბრიჭიძე
თუშო, თუ კაცი ხარ ხვალ არ დამაღალატო, 4 მედალი მქონდა ნაწინასწარმეტყელები და შენღა დამრჩი იმედად, ხარისხს არ დავეძებ, ოღონდ მედალი იყოს.
წარმატებები თუშის
ამ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთადერთი სპორტსმენია რომელსაც ოქრო უდევს ჯიბეში! ეს არც ტედი რინერია,არც ნოლე და არც კევინ დურანტი! ეს ლაშაა ტალახაძე!!!
სტალინი
თუშიშვილი თუ ფორმაშია, ტედი რინერსაც გაუკეთებს. გურამის პირადი გულშემატკივარი ვარ და იმედია შეუძლებელსაც კი შეძლებს............
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
ქართველი მოკრივე სახელოვან რუსთან დამარცხდა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
მსოფლიოს გზა ევროპაზე გადის - ინტერვიუ შალვა დუნდუასთან
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
ქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თითო ოქრო და ვერცხლი 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს