ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა განაცხადა, რომ აჩქარებს ლიგას 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში NHL-ის მოთამაშეების გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. მას მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდნენ. ჰოკეის ეროვნული ლიგის პროფკავშირების შეფი დონალდ ფერი არ ეთანხმება ასეთი აჩქარებას. მსჯელობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რენე ფაზელი.
ფაზელსა და ბეტმენს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა:
"ოლიმპიადის მოგებას არაფერი შეედრება", - თქვა ფაზელმა.
"მხოლოდ სტენლის თასზე გამარჯვება", - უპასუხა ბეტმენმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"