აირტონ სენას სახელობის მონეტები

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მონაკოს გრანპრის დროს, ძვირფასი ლითონების მოვაჭრე კომპანია Rosland Capital-მა წარმოადგინა მონეტების კოლექცია, რომელიც მონტე კარლოში აირტონ სენას პირველი გამარჯვების 30 წლისთავს მიეძღვნა.

კოლექცია შეიქმნა "აირტონ სენას ინსტიტუტთან" თანამშრომლობით. მასში შედის 30 უნციის წონის ექვსი ოქროს მონეტა (850.5 გრამი), 180 ოქროს მონეტა 2.5 უნციის წონით (70.9 გრამი) და 300 ვერცხლის მონეტა 2.5 უნციის წონის. მონეტები შვეიცარიაშია დამზადებული.

მონაკოში თავისი ექვსი ტრიუმფიდან პირველს აირტონ სენამ 1987 წლის 31 მაისს, "ლოტუსის" მანქანის საჭესთან მიაღწია. იმ რბოლაში ბრაზილიელმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი,
მაგრამ დისტანციის შუაში ნაიჯელ მენსელის გამოვარდნის გამო, ლიდერი გახდა. სენა დომინირებდა დისტანციის დარჩენილ ნაწილში და აჩვენა საუკეთესო წრე. აირტონთან ერთად, პოდიუმზე ავიდნენ "უილიამსის" პილოტი ნელსონ პიკე და "ფერარი" წარმომადგენელი მიკელე ალბორეტო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული