ფერარის აკრიტიკებენ

AutoSharing Option

ავტოსპორტის სამყაროს წარმომადგენლებმა კრიტიკულად შეაფასეს "ფერარის" პილოტ ფერნანდო ალონსოს გამარჯვება გერმანიის გრან-პრიზე. შეგახსენებთ, რომ "სკუდერიას" მეორე პილოტმა ფელიპე მასამ, რომელიც დიდი ხანი ლიდერობდა რბოლას, გუნდის ხელმძღვანელობისგან ესპანელი პილოტის წინ გაშვების ბრძანება მიიღო და გამარჯვება უბრძოლველად დაუთმო თანაგუნდელს.
"მათ ეს ყველაფერი ძალიან "ბინძურად" გააკეთეს", - განაცხადა "ლოტუსის" შეფმა მაიკ გასკოინმა.

"გასაოცარია, რამდენად ტლანქად და უხარისხოდ მიანიშნა "ფერარიმ" ყველას, თუ ვინ არის მათ გუნდში ნომერ პირველი პილოტი. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია მკაცრად გამოეხმაუროს ამ ინციდენტს", - ამბობს "რედ ბულის" წარმომადგენელი ჰელმუტ მარკო.

"მასას დაველაპარაკები, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ 2002 წლიდან მოყოლებული "ფერარიში" არაფერი შეცვლილა. ამ ეპიზოდის გამო ჩემს დამოკიდებულებას ჩემსავე სახეზე ამოიკითხავთ", - აღშფოთებას ვერ მალავდა "ფერარის" ყოფილი პილოტი რუბენს ბარიკელო.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ მაყურებელზე, რომელსაც არა ასეთი გამარჯვებები, არამედ ნამდვილი ბრძოლის ნახვა სურს. ყველა საჯინიბოს საკუთარი წარმოდგენა აქვს გუნდურ ტაქტიკაზე", - განაცხადა "მერსედესის" ერთ-ერთმა შეფმა ნორბერტ ჰაუგმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული