რუპერტ მერდოკი ”ფორმულა 1”-ის ყიდვას აპირებს

AutoSharing Option
კომპანია News Corp, რომელიც მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს ეკუთვნის, პოტენციურ პატრნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონსორციუმის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იმ კომპანიების შესასყიდად წარადგენს განაცხადს, რომლებიც "ფორმულა-1"-ზე კომერციულ უფლებებს ფლობენ.

პოტენციურ პარტნიორთა შორის, რომლებთანაც "ფორმულა-1"-ის შესყიდვასთან დაკავშირებით News Corp მოლაპარაკებებს აწარმოებს, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმი, ასევე ერთ-ერთი ავტომწარმოებელი კომპანია სახელდება, რომელიც "ფორმულა-1"-ის რბოლებში მონაწილე გუნდს ფლობს. ზუსტად რა თანხად შეფასდება რბოლების სერია, ჯერჯერობით უცნობია.

მოლაპარაკებები ჯერჯერობით წინასწარი ხასიათისაა. ტელეარხის მონაცემებით, მის მონაწილეებს News Corp-ის ჩათვლით, ჯერჯერობით "ფორმულა-1"-ის კომერციული უფლებების შესყიდვის
საკითხი არ განუხილავთ, რომელიც საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს ეკუთვნის.

ამ ფონდმა "ფორმულა-1"-ის აქციების საკონტროლო პაკეტი 2005-2006 წლებში რამდენიმე ტრანშით 2.5 მილიარდ დოლარად შეისყიდა. "ფორმულა-1"-ის დღევანდელმა გენერალურმა პრომოუტერმა და მარკეტინგული უფლებების მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა მაშინ მისი კუთვნილი ჯგუფის აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, ამასთან მის თანამფლობელად და მთავარ მენეჯერად კვლავ რჩება.

ეკლსტოუნმა უკვე უარყო ხმები, თითქოს ჩემპიონატის აქციების საკონტროლო პაკეტის რუპერტ მერდოკის კომპანიისთვის მიყიდვას აპირებდეს. "ეს მხოლოდ ჭორებია. სპორტი არ იყიდება", - თქვა "ფორმულა-1"-ის კომერციულმა ბოსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული