შუმი ბოლომდე დარჩება

AutoSharing Option
მიხაელ შუმახერი აგერ უკვე მეორე სეზონია "მერსედეს გრანპრის" ბოლიდით გამოდის, მაგრამ დღემდე ვერ შეძლო თუნდაც ერთხელ პოდიუმზე ასვლა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ჯიუტად აცხადებს, რომ თავისი სამწლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება გერმანულ საჯინიბოში.

გასულ სეზონში "მერსედესის" ბოლიდს აშკარად სისწრაფე აკლდა და არც წლევანდელი ჩემპიონატის სტარტი გამოვიდა წარმატებული, თუმცა ჩინეთში შუმის თანაგუნდელს ნიკო როსბერგს არათუ პოდიუმზე ასვლის, არამედ რბოლის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, შუმახერი კი მერვე მივიდა ფინიშთან.

გერმანულ ყოველკვირეულ Bunte-თვის მიცემულ ინტერვიუში მიხაელ შუმახერმა კიდევ
ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლომდე გამოიმუშავებს მიმდინარე კონტრაქტს, ანუ 2012 წლის ბოლომდე დარჩება აქტიურ სპორტში.

შუმახერმა აღიარა, რომ მეათე ადგილისთვის ბრძოლა ნაკლებად ხიბლავს, მაგრამ იმედი აქვს, გუნდი შეძლებს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას.

"ამიტომაც ვაგრძელებ ბრძოლას და ვრჩები "მერსედესში, - თქვა შუმახერმა. - ვაღიარებ, რომ 42 წელი სოლიდური ასაკია, მაგრამ მაინც ბოლო შევასრულებ ჩემს კონტრაქტს გუნდთან, შემდეგ "მერსედესის" მარკის წარმომადგენლად გავაგრძელებ მუშაობას".


* * *
"მაკლარენის" ბრიტანელმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და აქვე კარიერის დასრულება სურს.

ბატონს, რომელიც ბრიტანულ საჯინიბოში 2010 წლიდან გამოდის, "მაკლარენში" ყველაფერი აწყობს და იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას გუნდთან.

თავის მხრივ, "მაკლარენის" ხელმძღვანელმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება ჯენსონ ბატონთან კონტრაქტის გახანგრძლივებით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული