მიხაელ შუმახერი: 2022 წლის "ფერარით" გავისეირნებდი

AutoSharing Option
ლეგენდარულ გერმანელს მიხაელ შუმახერს კარიერის განმავლობაში შვიდი ტიტული, 91 რბოლა და 68 პოული აქვს მოგებული. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაარკვია, რომ შუმის სხვა ოცნებებიც ჰქონია.

- რომელ ქალაქს აირჩევდით ფორმულა 1-ის ტრასის ასაშენებლად?
- ნიუ ორკს. შესანიშნავი ქალაქია.

- წარსულის ჩემპიონებიდან ვის ისურვებდით პარტნიორად?
- მე "მერსედეს-მოტოსპორტის" შეფს ნორბერტ ჰაუგს ავირჩევდი. მართალია, ის მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა, სამაგიეროდ, დრიფტის მეფეა.

- მომავალში რა სიახლის ნახვას ისურვებდით ფორმულა 1-ში?
- უფრო მეტ გასწრებას.

- მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ტრასაზე
რომ მოგიწიოთ გამოსვლა, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

- სპა? სუზუკა? მონაკო? არ ვიცი.

- სხვადასხვა დროს ფორმულა 1-დან ბევრი დიადი გუნდი წავიდა - "მაზერატი", "ალფა რომეო", "ტირელი", "მარჩი"... ამათგან რომელი საჯინიბოს წევრობას ისურვებდით?
- აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ იმ გუნდებით, რომლებშიც ადრე გამოვდიოდა ან ახლა გამოვდივარ.

- წარმოვიდგინოთ, რომ დროში მოგზაურობა შეგიძლიათ. ფორმულა 1-ის რომელ ეპოქაში გაემგზავრებოდით საასპარეზოდ და რატომ?
- მომავალში გამგზავრებას ვამჯობინებდი იმის გასაგებად, როგორ შეიცვალა ავტოსპორტი.

- რას შეცვლიდით ფორმულა 1-ის მოქმედ წესებში?
- ჩემპიონატი მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებას დაუშვებენ.

- სხვადასხვა პერიოდში მოასპარეზე რომელი დიადი ჩემპიონების დუელის ხილვას გსურთ?

- აირტონ სენასი და ხუან მანულ ფანხიოსი.

- ფორმულა 1-ის გუნდის ხელმძღვანელი რომ იყოთ, თანამედროვე პილოტებიდან ვის აიყვანდით შემადგენლობაში (საკუთარი თავისა და თქვენი დღევანდელი თანაგუნდელის გარდა)?

- კარგია, რომ არ ვარ საჯინიბოს ხელმძღვანელი...

- აწყობთ საზეიმო საღამოს და შეგიძლიათ დაპატიჟოთ ოთხი ადამიანი ავტოსპორტის სამყაროდან. ვის მიიწვევდით?

- როს ბრაუნს, ნორბერტ ჰაუგს, ჟან ტოდტსა და ლუკა დე მონტეძემოლოს.

- გაგიჩნდათ ფორმულა 1-ის ნებისმიერი ლეგენდარული მანქანით გასეირნების შანსი. რომელს აირჩევთ?
- მომავლის მანქანას - 2022 წლის "ფერარის".

- თანამედროვე მოტორჰოუმებში არ არის აუზი სახურავზე, ბოულინგის სათამაშო მოედანი, მბრუნავი სუში-ბარი... რა კომფორტს ისურვებდით "მერსედესის" მოტორჰოუმში?

- ნორმალურ საწოლს.

- წარმოიდგინეთ, რომ ახლახანს მოიგეთ საჩემპიონო ტიტული. სად აღნიშნავდით ტრიუმფს და რას აირჩევდით მენიუდან?

- შამპანურს, რომსა და კოკა-კოლას. ყველაფრის მოწყობა რბოლის დასრულებისთანავე, მოტორჰოუმში შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი დუელის ხილვაზე პასუხი ისე გამისწორდა... ყოჩაღ შუმი, რომ სენას არ ივიწყებს. Senna - Simply the fast!
Irakli
12:57 22-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული