ბევრს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ფეტელი წელს მეორედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა გერმანელმა ბოლო სამ რბოლაში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და ახლა მის კონკურენტებს ბრძოლის შანსი გაუჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ.
ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ეტაპით ადრე ტიტულს რვა პრეტენდენტი ჰყავს: ფეტელი, ლუის ჰემილტონი, მარკ
ფეტელისთვის საკმარისია გაიმარჯვოს ოთხ რბოლაში და კიდევ ერთში მეორე მივიდეს ფინიშთან - და ის ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი. არსებობს სხვა უამრავი ვარიანტი. მაგალითად, ექვს რბოლაში მეორე ადგილი და ერთში - მეცხრე. ან კიდევ ასეთი ვარიანტი: უბრალოდ, მესამე ადგილზე ქვემოთ არ დაეშვას (ერთხელ კი მეოთხე ადგილზე გასვლაც შეუძლია).
ამჟამად საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფ მარკ უებერს ყველა რბოლაში გამარჯვება სჭირდება და თან იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ფეტელი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ავა, ორ რბოლაში კი მეხუთე ადგილს დასჯერდება.
ჰემილტონს, ალონსოსა და ბატონს გაცილებით უარესი შანსები აქვთ, მაგრამ ჯერ ყველაფერია შესაძლებელი.
თითქმის ნული პროცენტია მასას, როსბერგისა და ჰაიდფელდის შანსები. მაგალითად, ჰაიდფელდმა ყველა რბოლა უნდა მოიგოს და ამასთან, ფეტელმა დარჩენილ რვა ეტაპზე ქულა არ უნდა აიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"