ალონსო ყველაზე მდიდარია

AutoSharing Option

ესპანურმა გამოცემა "ელ მუნდომ" ფორმულა 1-ის პილოტთა ხელფასები გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ავტომრბოლია "ფერარის" ესპანელი წევრი ფერნანდო ალონსო. ამ სეზონში მისი ხელფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.
მეორე ადგილზე თითქმის ორჯერ ნაკლები თანხით (16 მილიონი) ბრიტანელი ლუის ჰემილტონია ("მაკლარენი"), შემდეგ მოდის "ფერარის" მეორე პილოტი, ბრაზილიელი ფელიპე მასა - 14 მილიონი.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ბრიტანელი ჯენსონ ბატონის ("მაკლარენი") ჯამაგირი 9 მილიონი ევროა, ერთი მილიონით ნაკლები აქვს ლეგენდარულ გერმანელ მიხაელ შუმახერს ("მერსედეს გრან-პრი"). შუმის თანაგუნდელი და თანამემამულე ნიკო როსბერგი 8 მილიონს

იღებს, "რენოს" პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა - 7.5 მილიონს.

საინტერესოა, რომ ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოს ("უილიამსი") ხელფასი (5.5 მილიონი) უფრო მაღალია, ვიდრე ჩემპიონატის ლიდერის, ავსტრალიელი მარკ უებერის ("რედ ბული") ჯამაგირი (4.2 მილიონი), ხოლო "რედ ბულის" მეორე პილოტი, გერმანელი სებასტიან ფეტელი (2 მილიონი) იტალიელ იარნო ტრულის ("ლოტუსი") ჩამორჩება - 3 მილიონი აქვს.
ყველაზე დაბალანაზღაურებადი პილოტია ბრაზილიელი ბრუნო სენა (HRT F1) - 150 ათასი ევრო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეტელის ხელფასი სეზონის დასაწყისში 12 მილიონი იყო და 2 მილიონი საიდან-სად...მორიგი ესპანური ჭორია....
zumba
01:07 21-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული