ბატონის ახალი სიმაღლე

AutoSharing Option
მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები Castrol-ის უნივერსალურ რეიტინგში. სამაგიეროდ, კლასიფიკაციაში გადაადგილებები სხვა პილოტებს შეეხო.

ფორმულა 1-ის წევრები მორიგ სარეიტინგო ქულებს ინდოეთის გრანპრიზე გამოსვლისთვის იღებდნენ, მაგრამ კარგავდნენ კორეაში შარშანდელი ეტაპისთვის მიღებულ ქულებს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ შეირყა ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰემილტონის პოზიციები, რომლებმაც კორეაში პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს, ინდოეთში კი მხოლოდ მესამე და მეშვიდე პოზიციები მოიპოვეს.

სამაგიეროდ, წინ წავიდნენ მარკ უებერი და ჯენსონ ბატონი. ავსტრალიელმა ჰემილტონს გაასწრო და დაიბრუნა მეორე
ადგილი, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა კი ახალი სიმაღლე აიღო - რეტინგის მეოთხე ადგილი, რომელზეც ადრე ალონსო იყო.

გასაკვირი არ არის, რომ ორი პიზიცია დაკარგა ფელიპე მასამ, მიხაელ შუმახერმა კი სამი ადგილით დაიხია უკან - გერმანელმა შარშან კორეაში კვალიფიკაციის ფინალს მიაღწია და რბოლაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ინდოეთის ეტაპი კი მე-11 ადგილიდან დაიწყო და მეხუთე პოზიციაზე დაასრულა.

ინდიკარის სეზონი უკვე დასრულდა, რომ ამიტომაც ტიტულის მფლობელი დარიო ფრანკიტი ქულებს ვეღარ მოიპოვებს, სამაგიეროდ, ნასკარის ლიდერი კარლ ედვარდსი აგრძელებს გამოსვლას და მარტინსვილში მორიგი ეტაპის შემდეგ რეიტინგის მერვე პოზიციაზე გადავიდა - მან სწორედ ფრანკიტის გაუსწრო.

ქვეყნების რეიტინგში ლიდერები კვლავინდებურად გერმანია, ბრიტანეთი და ავსტრალია არიან.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:
1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 32 658
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 20 830
3. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 921
4. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 19 377
5. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 453
6. ს. ლოები (რალი) 17 775
7. უ. პაუერი (IndyCar) 17 427
8. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 626
9. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 327
10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 158

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული