ფორმულა-1-ის გუნდებთან მომუშავე მსხვილმა კორპორატიულმა სპონსორებმა ასოციაციაში გაერთიანება გადაწყვიტეს. BBC-ს ცნობით, ახალმა ორგანიზაციამ სახელად "ფორმულა-100" დაირქვა. მასში ასი უმსხვილესი სპონსორი გაწევრიანდება, რომლებიც "სამეფო რბოლების" მონაწილეებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ.
ბიზნესმენებმა ეს ნაბიჯი ჩემპიონატის ორგანიზატორთა პოლიტიკაზე უფრო აქტიური ზეგავლენის მიზნით შექმნეს. სპონსორებს აშფოთებთ, რომ ზოგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოტანისას, კომპანიების ინტერესებს არავინ ითვალისწინებს. ფორმულა-1-ის მარკეტინგული უფლებების მეპატრონე ბერნი ეკლსტოუნმა ამ წამოწყებას "სისულელე" უწოდა.
ახალი სტრუქტურის პირველი სხდომა უახლოეს დღეებში ლონდონში გაიმართება. ჯერჯერობით "ფორმულა-100"-ში ოცდაათამდე წევრია, რომელთა შორის არიან Total, Shell, Santander და Allianz.
22:00 04-09-2010
ფორმულა-100 ფორმულა-1-ს უტევს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული