ლეგენდა ლეგენდარულ რბოლაში

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ცნობილი ფრანგი ჟან ალეზი ადასტურებს ლეგენდარულ რბოლაში - "ინდიანაპოლისის 500 მილში" მონაწილეობას.

ალეზი ლეგენდარული გუნდის - Newman/Haas-ის შემადგენლობაში იქნება და "ლოტუსის" ძრავით აღჭურვილი Dallara DW12-ის მანქანით იასპარეზებს.

"მე წარმოვადგენ Newman/Haas-ის საჯინიბოს - გუშინ შესაბამისი კონტრაქტი გავაფორმე. ბევრი წვრილმანი დეტალია განსახილველი - კერძოდ, პირველად როდის მივუჯდები საჭეს.

კარგი იქნება, თუ გუნდის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას შევაგროვებ. ძალიან აღელვებული ვარ. არაფერზე ვნერვიულობ, მაგრამ უდიდეს პრესინგს ვგრძნობ. შევეცდები, რაც შეიძლება უკეთ მოვემზადო, რათა ფორმის პიკზე ვიყო და კარგად შევასრულო ჩემი
სამუშაო.

საქმე ისაა, რომ ამ რბოლაში "ლოტუსის" ბრენდის ელჩის სტატუსით გამოვდივარ და ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდები. მართალია, ავტოსპორტში უდიდესი გამოცდილება გამაჩნია, მაგრამ ამ რბოლაში პირველად გამოვალ. ამიტომაც მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიმოქმედო და გუნდის იმედები გავამართლო. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევ. ინდიანაპოლისში რბოლა - ყველას ოცნებაა", - განაცხადა ალეზიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული