მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში დაბრუნდეს. ვარაუდობენ, რომ ფინელი პილოტი "რენოში" რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის. ადრე რაიკონენი აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა "დიდ ცირკში", თუ რომელიმე კონკურენტუნარიანი გუნდი შესთავაზებდა კონტრაქტის გაფორმებას. autosport.com-ის ინფორმაციით, ფინელ პილოტს მოეწონა ბელგიის გრან-პრიზე "რენოს" გამოსვლა. რაიკონენის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ფრანგულ საჯინიბოსთან. "რენოს" ბოსმა ერიკ ბუიემ დაადასტურა, რომ არ არის გამორიცხული ფინელის ტრანსფერი.
"რაიკონენი ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა. მომავალი სეზონისთვის სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავთ და სახელგანთქმული ფინელი ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია. ბევრი
საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კიმი რაიკონენის მომავალი კარიერა საზოგადოებას უფრო აღელვებს, ვიდრე თავად ფინელ პილოტს. "რენოს" ინფორმაციის პარალელურად გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ 2012 წელს კიმი ოკეანის გაღმა NASCAR-ის სერიაში აპირებს გადასვლას, სადაც "რედ ბულის" გუნდში კეისი კეინს შეცვლის.
ფინეთში ამ ჭორს "სულელური" უწოდეს, თუმცა იქაური ტელევიზიის ვებგვერდი გვახსენებს, რომ 2007 წლის ჩემპიონს მოქმედი კონტრაქტი აქვს "რედ ბულთან". ეს კომპანია კი რალიში რაიკონენის გუნდის - "სიტროენის" სპონსორია.
თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. კიმიმ შეიძლება მართლაც მოინდომოს NASCAR-ში ძალების მოსინჯვა. ამ სერიაში ფორმულა 1-ის რამდენიმენ ყოფილი პილოტი გამოდის, მათ შორის "მაკლარენში" რაიკონენის ყოფილი თანაგუნდელი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია.
ლელო