არაერთხელ მოგვიწოდების ცნობები იმ სარბოლო რეიტინგის შესახებ, რომელშიც სხვადასხვა სარბოლო კლასისა და დისციპლინის შედეგებია შეჯამებული, ხოლო თავად ქულათა დარიცხვის სისტემა ყველანაირ ნიუანსს ითვალისწინებს და პასუხს გვაძლევს კითხვაზე - "ვინ მართავს ყველაზე კარგად სარბოლო მანქანას?"
რეიტინგი ყოველი სარბოლო უქმეების შემდეგ ნახლდება და სექტემბრის ბოლო შაბათმა და კვირას ისევ მისცა ავტოსპორტის მოყვარულებს დაფიქრების საშუალება. სინგაპურის გრან-პრის გამარჯვებული ფერნანდო ალონსო, რომელიც სეზონის დასაწყისში ამ რეიტინგში მხოლოდ მე-19 პოზიციას იკავებდა, მოპოვებული დიდი დიდი შლემის წყალობით ორი საფეხურით მაღლა ავიდა და პირველად მოხვდა უძლიერესთა ხუთეულში.
პირველ ხუთეულში სხვა ცვლილება არ მომხდარა. "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელმაც ჯერ კიდევ მარტში იგდო ხელთ ლიდერობა, პირველ ადგილს ინარჩუნებს. მას კვალში თანაგუნდელი მარკ უებერი უდგას - მან შეამცირა ჩამორჩენა გერმანელთან. კვლავ სამუელში ვხედავთ რალის მოქმედ ჩემპიონსა და წლევანდელ ლიდერს, ფრანგ სებასტიან ლოებს.
ლოების გასწრება შეეძლო "მაკლარენის" პილოტ ლუის ჰემილტონს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი სინგაპურში მეოთხე ადგილს დაიკავებდა. მაგრამ უებერთან შეჯახებამ ლუისს წინსვლის საშუალება არ მისცა, გარდა ამისა, ამავე ინციდენტის გამო გერმანიის "ნაკრებმა" ქვეყნების რეიტინგში ინგლისელების გასწრება მოახერხა. ეს გუნდები მეორე ადგილისთვის იბრძვიან, პირველობას კი ავსტრალია ინარჩუნებს.
პილოტი ჩემპიონატი ქულები
1. ს. ფეტელი ფორმულა 1 23 454
2. მ. უებერი ფორმულა 1 22 139
3. ს. ლოები რალი 21 000
4. ლ. ჰემილტონი ფორმულა 1 19 505
5. ფ. ალონსო ფორმულა 1 18 637
6. ჯ. ჯონსონი NASCAR 17 873
7. უ. პაუელი IndyCar 17 382
8. ჯ. ბატონი ფორმულა 1 16 951
9. დ. ფრანკიტი IndyCar 15 893
10. დ. ჯემლინი NASCAR 14 301
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
სად რალი სად ფორმულა და სად კიდე დებილური ინდი კარი
ინდიკარი გონებაშეღუდულების გიჟური ქროლაა ოვალზე დაახლოებით ვირთხა ბორბალშჰი