რუბენს ბარიკელო ფორმულა 1-ზე ოცნებას არ ეშვება

AutoSharing Option
ვეტერანი ბრაზილიელი პილოტი რუბენს ბარიკელო, რომელიც ამჟამად ინდიკარის სერიაში გამოდის, პრესასთან საუბარში აღიარებს, რომ ისევ ფიქრობს ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე.

"ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა, - თქვა 40 წლის ბრაზილიელმა Auto Motor und Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. - ფორმულა 1-ის რბოლების ყველა დეტალს ვადევნებ თვალს. ვუყურებ ყველაფერს, დაწყებული თავისუფალი პრაქტიკიდან.

ჩემი მეგობრების დახმარებით, დილის ხუთი საათიდან ვიღებ ინფორმაციას საბურავებსა და სარბოლო მახასიათებლებზე. ჩემს მეუღლეს ჰგონია, რომ საბოლოოდ შევიშალე.

ძალიან მტკივა გული, რომ იქ ყოფნა არ შემიძლია. არადა, ფორმულა 1 ძალიან
ახლოსაა.

არასწორად არ გამიგოთ: კმაყოფილი ვარ ინდიკარში გამოსვლით და თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. ვფიქრობ, პირველ რიგში, ამით "უილიამსი" დაზარალდა, რადგან შემეძლო ამ გუნდში ბრწყინვალე სეზონი ჩამეტარებინა. ბრიტანულ საჯინიბოს სარგებელს მოვუტანდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად მესმის ამ ადამიანის
avtuko
22:17 17-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული