დიდი ცირკი საფრანგეთში ბრუნდება?

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის კალენდარში საფრანგეთის გრან-პრის დაბრუნების შანსი გაჩნდა. მანი-კურის ავტოდრომის ახალი შეფი სერჟ სოლნიე ყველა ღონეს ხმარობს ფრანგული ეტაპის გასამართავად.
ბოლოს მანი კურში ფორმულა 1-ის გუნდები 2008 წელს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც რბოლა კალენდრიდან ამოიღეს. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერიის ორგანიზატორები ფრანგებს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ პარიზიდან ტრასამდე ნორმალურად და სწრაფად მისვლა შეუძლებელი იყო. მანი კურის ავტოდრომი საფრანგეთის ცენტრში მდებარეობს.

მაგრამ იმის გამო, რომ პარიზის რომელიმე გარეუბანში ახალი ტრასის აშენება ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა, ისევ დაიწყეს ლაპარაკი მანი კურში ფრანგული ეტაპის აღდგენის

შესახებ. ავტოდრომის ახალმა შეფმა, "პეჟოს" სპორტული განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა - სერჟ სოლნიემ განაცხადა, რომ პარიზიდან გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული იქნება.

"თუ საფრანგეთში ფორმულა 1-ის რბოლას დააბრუნებენ, ის მხოლოდ მანი კურში გაიმართება, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება - ჩემპიონატის ხელმძღვანელობის კეთილი ნება: ვუმასპინძლებთ გრან-პრის, თუ კონტრაქტის ღირებულება ჩვენთვის მისაღები იქნება. კალენდარში კანადის გრან-პრის დაბრუნება სწორი ფინანსური პირობებით მოხერხდა. ყველაფერი მოლაპარაკებებისას გაირკვევა. ჩვენ გონივრულად ვიმოქმედებთ და მოვლენთა ფორსირებას არ მოვახდენთ", - ამბობს სოლნიე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული