ფორმულა 1–ის ყველა დროის საუკეთესოთა საკამათო ათეული

AutoSharing Option


იტალიურმა ჟურნალმა Autosprint-მა შეადგინა ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო პილოტების ათეული, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მაგალითად, საკამათოა ის, რომ პირველ სამეულში ვერ მოხვდა ბრაზილიელი აირტონ სენა, ხოლო ათეულში არ შეიყვანეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო.

ჟურნალის ექსპერტთა აზრით, პირველ ადგილს იმსახურებდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, არგენტინელი ხუან-მანუელ ფანხიო. მეორეზე გავიდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი, რომელმაც გაუსწრო ჯეკი სტიუარტს. აირტონ სენა კი მხოლოდ მეოთხეზე აღმოჩნდა.

"ჩვენ გავაანალიზეთ არა მხოლოდ ტრასაზე ნაჩვენები შედეგები, არამედ თითოეული პილოტ
ის მნიშვნელობა თავის ეპოქაში და ის წვლილი, რომელიც მათ შეიტანეს ფორმულა 1-ის პოპულარიზაციაში"
, - ასეთი კომენტარი გააკეთა რეიტინგის ერთ-ერთმა შემდგენელმა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ხუან მანუელ ფანხიო
2. მიხაელ შუმახერი
3. ჯეკი სტიუარტი
4. აირტონ სენა
5. ჯიმ კლარკი
6. ალენ პროსტი
7. სტირლინგ მოსი
8. ალბერტო ასკარი
9. ნიკი ლაუდა
10. სებასტიან ფეტელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული