- ჩვეულებრივ გაქვთ თუ არა სათადარიგო ვარიანტი, ერთგვარი "B გეგმა"? იტოვებთ თუ არა უკან დასახევ გზას?
- არა.
- რბოლების გარდა რა განიჭებთ სიამოვნებას?
- დღეს ამ გასართობს სკაიდაივინგი ჰქვია.
- ყველაზე მეტად რისი ხილვა გსურთ ხუთშაბათს ბოქსებში მისვლისას?
- ინჟინრების.
- ვისთან შეხვედრაზე ოცნებობდით?
- უკვე შევხვდი მას - ეს არის ჩემი მეუღლე კორინა.
- რომელმა ფილმმა აგიჩუყათ გული?
- ბოლოს
- რისი გეშინიათ?
- ადრე სიმაღლის მეშინოდა, მაგრამ ამან გაიარა.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- სამუელ ბეკეტის რომელიღაც ნაწარმოები. სამწუხაროდ, ცუდად ვიმახსოვრებ წიგნებისა და ფილმების სახელწოდებებს.
- თქვენი საყვარელი დასვენების სახეობა?
- ერთი ჭიქა წითელი ღვინო და სიგარა.
- ოდესმე თმა შეგიღებავთ?
- რა თქმა უნდა. რატომაც არა?!
- რომელი იყო თქვენი პირველი კომპაქტ-დისკი?
- პირველი ფირფიტა ჰარდ-როკი თუ მეტალი იყო.
- გაქვთ თუ არა ტატუ ან პირსინგი?
- მხოლოდ დროებითი.
- რას ამბობდნენ თქვენზე სკოლის მასწავლებლები?
- კარგს არაფერს.
- ვინ იყო თქვენი კერპი ბავშვობაში?
- რთული სათქმელია. ალბათ, არავინ.
- გაქვთ თუ არა მავნე ჩვევა?
- სიგარა? პოკერი? არ მგონია ეს მავნე ჩვევა იყოს.
- კოლექცია თუ გაქვთ?
- საათების, თუმცა არც ისე მდიდარი.
- მოგზაურობისას ყველაზე მეტად რა არ გყოფნით?
- ჩემი ოჯახი.
- როგორ ყავას ანიჭებთ უპირატესობას?
- ცხელი რძით.
- როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური კვირა დილა?
- ხანგრძლივი საუზმე ოჯახის წრეში.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი მანქანა.
- ეს იყო FIAT 500. მანამდე კარტინგით ვერთობოდი.
- ყველაზე უაზრო შეცდომა, რომელიც ოდესმე დაუშვით?
- თავად აირჩიეთ.
- რომელ კერძი გამოგდით ყველაზე უკეთ?
- იტალიური პასტა.
- ბოლო როდის გამოხვედით წყობიდან?
- 1998 წელს, სპაზე დევიდ კულტჰარდთან შეჯახებისას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"