გუნდმა წარადგინა არა მხოლოდ ახალი მანქანა, არამედ ტოტო ვოლფი Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელის რანგში, ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი და ახალი სპონსორი - კომპანია BlackBerry.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 14 საათზე როსბერგმა და ჰემილტონმა დამცავი შალითა მოაცილეს ბოლიდს. მანქანა ძველ ფერებშია გადაწყვეტილი და შარშანდელი W03-ის განვითარებულ ვერსიას წარმოადგენს. ის ალდო კოსტასა და
მანქანაზე ვხედავთ ახალ ხუთელემენტიან წინა ანტიფრთას. არ შეცვლილა წინა დაკიდების კონსტრუქცია. "ცხვირზე" საფეხური დეკორატიული საფარით "მოაშორეს". გუნდი ამტკიცებს, რომ ამ ელემენტის გამოყენებით "მერსედესმა" გარკვეული უპირატესობაც კი მიიღო.
* * *
როგორც 4 თებერვლის ნომერში ვწერდით, 2013 წლის პელოტონში ერთი ვაკანტური ადგილია დარჩენილი - გასარკვევია "ფორს ინდიას" მეორე პილოტის ვინაობა. ევროპულ პრესაში წერენ, რომ ამ ადგილზე ოთხი ავტომრბოლელი აცხადებს პრეტენზიას: ჟიულ ბიანკი, ადრიან სუტილი, ბრუნო სენა და კამუი კობაიაში.
"დღეისთვის გუნდის კარი ნებისმიერისთვის ღიაა, - ამბობს "ფორს ინდიას" წარმომადგენელი ბობ ფერნლი. - ბიანკი შესანიშნავი პილოტია, სუტილი - გამოცდილებით გამოირჩევა... მოკლედ, ჩვენ ჯერ ვირჩევთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის ჰემილტონმა 23-მილიონიანი თვითმფრინავი Bombardier იყიდა