დევიდ კულტჰარდს და მოუკვდა

AutoSharing Option
შაბათს, ბრიტანულმა პრესამ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის დევიდ კულტჰარდის დის - 35 წლის ლინსეი ჯექსონის გარდაცვალების შესახებ. სამედიცინო დახმარების ბრიგადა დილით გამოიძახეს მის სახლში, მაგრამ ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, რომ არანაირი საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ.

მისის ჯექსონი თავისი სახელგანთქმული ძმის სარბოლო მუზეომის ხელმძღვანელი იყო. დევიდი შაბათს, დილით სატელევიზიო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას და ამ სამწუხარო ამბის შესახებ ეთერის შემდეგ შეიტყო.

ლინსეი ჯექსონს
დარჩა მეუღლე - უილ ჯექსონი და ქალიშვილი - ემილი, რომელიც მხოლოდ რვა თვისა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ კულტაჰარდი: ლუის ჰემილტონი უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული