ფორმულა 1: ბარსელონა ჰემილტონმა დახურა

AutoSharing Option
ბარსელონაში გაგრძელდა ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტების სერია და პილოტებს პირველად მოუწიათ წვიმიან ამინდში მუშაობა. ტრასა სველი იყო და ამიტომაც, ვარჯიშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. დილის სესია რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშების გამოფენის შემდეგ: თავიდან, ფელიპე მასა გადავარდა ტრასიდან, შემდეგ ერთ-ერთ მოსახვევში ვერ შევიდა ვან დერ გარდე, მოგვიანებით, ანალოგიური შეცდომები დაუშვეს გუტიერესმა და ვერნმა.

შემდეგ გამოიდარა და მრბოლელები "სლიკებზეც" კი გადავიდნენ, მაგრამ პირველი სესიის ბოლოს ისევ მოუწიათ ბოქსებში დაბრუნება, რადგან ვან დერ გარდე მეორედ გახდა წითელი დროშების აფრიალების მიზეზი.

შესვენების დროს ძალიან
ძლიერი წვიმა წავიდა, ამიტომაც, დღის მეორე ნახევარში პილოტებს საშუალედო და წვიმის საბურავებით მოუწიათ მუშაობა. მეორე სესიისას ვარჯიში ორჯერ შეწყდა - გუტიერესის ტრასიდან გადავარდნისა და ლუის ჰემილტონის გაჩერების გამო.

ორი დღის წინ, "უილიამსმა" ორჯერ ჩაატარა რბოლის იმიტაცია, გუშინ კი სხვა პროგრამით მუშაობდა: მოკლე წრეებზე მუდმივი სიჩქარისას აეროდინამიკის ელემენტებს ტესტავდა და პიტ-სტოპის პროცედურას ამუშავებდა. დილით ამით დაკავებული იყო ვალტერი ბოტასი, შემდეგ კი პასტორ მალდონადომ შეცვალა. მათ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი სრული წრე არ გაუვლიათ, მაგრამ უდიდესი მოცულობის სამუშაო გაწიეს.

პირველი სესიის დროს ლუის ჰემილტონის მიერ ნაჩვენები შედეგი - 1:23.282 საუკეთესო აღმოჩნდა ტესტების მეოთხე დღეს, ყველაზე დიდი მანძილი კი ესტებან გუტიერესმა გაიარა - 96 წრე.

ამით დასრულდა სეზონის წინ ტესტების მეორე სერია. გუნდები ბაზებზე დაბრუნდებიან და უკვე მომავალი კვირის ხუთშაბათს, ისევ შეიკრიბებიან ბარსელონაში დასკვნითი ოთხდღიანი ტესტების ჩასატარებლად. საჯინიბოები გამართავენ კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაციას, რითაც საშუალება მოგვეცემა გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ სეზონის წინ ძალთა თანაფარდობაზე.

IV დღე
1. ჰემილტონი (Mercedes) 1:23.282 (52 წრე)
2. ბატონი (McLaren) +0.351 (70)
3. ვერნი (Toro Rosso) +0.789 (80)
4. გუტიერესი (Sauber) +1.957 (61)
5. ბიანკი (Force India) +2.450 (96)
6. ვან დერ გარდე (Caterham) +4.147 (50)
7. მასა (Ferrari) +4.281 (80)
8. უებერი (Red Bull) +4.334 (64)
9. ჩილტონი (Marussia) +6.620 (51)
10. გროსჟანი (Lotus) +11.518 (41)
11. მალდონადო (Williams) დროის გარეშე
12. ბოტასი (Williams) დროის გარეშე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტესტები: დასკვნები ჯერ ადრეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული