პირველი სესია ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით - დილით რომენ გროსჟანმა ვერ დაიმორჩილა თავისი "ლოტუსი" მე-12 მოსახვევში, შუადღეზე კი ტრასიდან გადავარდა ესტებან გუტიერესი.
ამინდის მიუხედავად, ბევრი პილოტი მუშაობდა წრეების გრძელ სერიებზე,
სესიის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ორგანიზატორებმა მესამედ ააფრიალეს წითელი დროშები - ფელიპე მასამ გააჩერა მანქანა ერთ-ერთ მოსახვევში, თუმცა იმ დროისთვის ბრაზილიელს უკვე გავლილი ჰქონდა 112 წრე. ერთი წრით მეტი გაიარა ლუის ჰემილტონმა და ეს დღის ყველაზე გრძელი დისტანცია იყო.
ბოლო წუთებზე პილოტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ არაოფიციალური ოქმის პირველ საფეხურზე და საბოლოოდ დღის საუკეთესო დრო დააფიქსირა "რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა, რომელმაც მოკლე წრეების სერია გაიარა Soft-ის საბურავებით.
ბარსელონაში ტესტები გაგრძელდება და კატალონიის დედაქალაქში ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
I დღე
1. უებერი (Red Bull) 1:22.693 (90 წრე)
2. ჰემილტონი (Mercedes) +1,655 (113)
3. ვერნი (Toro Rosso) +2,324 (59)
4. ბოტასი (Williams) +3,765 (85)
5. პერესი (McLaren) +3,845 (100)
6. გუტიერესი (Sauber) +3,881 (92)
7. დი რესტა (Force India) +4,414 (57)
8. მასა (Ferrari) +4,848 (112)
9. ჩილტონი (Marussia) +5,473 (78)
10. პიკი (Caterham) +5,951 (83)
11. გროსჟანი (Lotus) +12,235 (52)
ბოლო ვაკანსია სუტილმა შეავსო
"ფორს ინდიამ" 2013 წლის სეზონისთვის მეორე პილოტი დაასახელა - პოლ დი რესტას მეწყვილე ადრიან სუტილი გახდება.
გერმანელი ექვსი წელი მუშაობდა ინდურ გუნდთან. 2012 წელს ის კონტრაქტის გარეშე დარჩა და პირობითი სასჯელი მიიღო შანხაიში ერიკ ლუქსთან ინციდენტის გამო. ბევრს მიაჩნდა, რომ ასეთი სერიოზული სკანდალის შემდეგ სუტილს გაუჭირდებოდა ფორმულა 1-ში დაბრუნება, მაგრამ ადრიანმა ეს შეძლო.
"თუ ადრიანი ისეთი სპორტული ფორმით დაბრუნდება გუნდში, როგორსაც 2011 წლის სეზონის მეორე ნახევარში აჩვენებდა, მაშინ "ფორს ინდია" ახალ სეზონს ისეთივე პოზიციიდან დაიწყებს, რომლითაც გასული წელი დაასრულა", - განაცხადა "ფორს ინდიას" შეფმა ვიჯეი მალიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ლოტუსმა" პოდიუმებს დაუმიზნა