ბაბუების კვალდაკვალ: ფორმულა 1-ის ორი ყოფილი ჩემპიონის ორმა შვილიშვილმა დაიწყო ავტოსპორტში პროფესიული კარიერა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ორი ყოფილი ჩემპიონის ორმა შვილიშვილმა დაიწყო ავტოსპორტში პროფესიული კარიერა: ბრებემებისა და ფიტიპალდების ოჯახთა უმცროსი წარმომადგენლები გადავიდნენ ღია საბურავებიანი მანქანებით რბოლებში.

18 წლის სემ ბრებემი ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის - ჯეკ ბრებემის შვილიშვილია. მას დებიუტი ექნება ბრიტანულ ფორმულა-ფორდში, სადაც გუნდ JTR-ის ღირსებას დაიცავს.

მეორე პილოტი - 16 წლის პიეტრო ფიტიპალდი ორგზის ჩემპიონის ემერსონ ფიტიპალდის შვილიშვილი გახლავთ. მან კარიერის გასაგრძელებლად ბრიტანული ფორმულა 4 აირჩია. ის MGR Motorsport-ის საჯინიბოს მანქანის საჭეს მიუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, გრემ ჰილის (ორგზის
ჩემპიონი) შვილიშვილმა და დეიმონ ჰილის (მსოფლიოს 1996 წლის ჩემპიონი) ვაჟმა - ჯოშუა ჰილმა 2013 წლის სეზონში ევროპის ფორმულა 3-ში გამოსვლა გადაწყვიტა, სადაც Fortec Motorsports-ის ღირსებას დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული